![](https://sportall.ge/pictures/image5/73d665d3b420ae9fa2676a5d357e9fe2.png)
მიუნხენის "ბაიერნმა" "ბარსელონას" სტადიონზე მომხდარი სირცხვილის ჭამა არ აკმარა და ახლა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის წინ კატალონიელებს დასცინა კიდეც.
ფოტო, რომელიც ივლისშია გადაღებული და ბუნდესლიგის ზედიზედ 8-ჯერ მოგებას აღნიშნავს, გერმანელებმა სოციალურ ქსელში ახლაც განათავსეს. მიუნხენური გრანდის ფეხბურთელები თავის დროზე ვარჯიშის დროს სიმეტრიულად ისე დადგნენ, რომ დრონით გადაღებულ ფოტოზე "8-იანი" იყო გამოსახული.
![მიუნხენის "ბაიერნმა" "ბარსელონას" დასცინა [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/8bb7b9ee50bc6c51cd2d7627ccde3fb1.jpg)
გერმანელების დაუნდობლობის შესახებ არსებული ხმები ტყუილი რომ არაა, ამ მაგალითიდანაც ჩანს. კატალონიელებს ჯერ საქვეყნოდ მოჭრეს თავი, ახლა კი მიცვალებულს საფლავშიც არ ასვენებენ...
მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით