"ბაიერნის" მცველი: მესის მატჩის შემდეგ მაისური ვთხოვე...

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა კანადელმა ფეხბურთელმა ალფონსო დევისმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური მატჩის შემდეგ "ბარსელონას" ვარსკვლავ ლიონელ მესის მაისური სთხოვა, თუმცა ხელცარიელი დარჩა.

"ლეოს მაისური ვთხოვე, თუმცა, მგონია, ცოტა უხასიათოდ იყო... არა უშავს, ყველაფერი ნორმალურადაა. იმედი მაქვს, შემდეგ ჯერზე უარს არ მეტყვის", - განაცხადა 19 წლის ჩრდილოამერიკელმა.

მიუხედავად იმისა, რომ მესის მაისურის გარეშე დარჩა, დევისს სანუგეშოდ 8:2-იც ეყოფა. ამასთანავე, მისი გუნდი უკვე გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც გადამწყვეტ შეხვედრაში პსჟ-ს დაუპირისპირდება.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 16 /
იმას თუ რონალდოთი მოიხსენიებ, ეს რატოა ქონდრისკაცი, ისე ადამიანობა და ფეხბურთელობა სიმაღლით არ იზომება.
1
რონალდომ რო არ გაუცვალა ისლანდიის ნაკრების წევრს ერთი ამბავი ატეხეთ მესისტებმა ეხლა თქვენი ქონდრისკაცი რო იგივეს აკეთებს რაღაცნაირათ გაამართლეთ აბა გელოდებით
გგგგგ
12:27 20-08-2020
32

სიახლეები პოპულარული