ლონდონის "ტოტენჰემ ჰოთსპურის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "პარი სენ ჟერმენი" გააკრიტიკა, თუმცა, როგორც ბევრი უცხოური გამოცემა და ფეხბურთის გულშემატკივრები თვლიან, მთავარი სამიზნე ხოსეპ გვარდიოლა იყო...
"ჩემი აზრით, დიდი ჩავარდნაა, პსჟ-მა ჩემპიონთა ლიგა ჯერ კიდევ 2 წლის წინ რომ ვერ მოიგო. ბოლო 5-6 წელია კლუბში უდიდესი თანხები ჩაიდო, გუნდში ტოპ ფეხბურთელთა ოდენობა კი დაუჯერებელ რიცხვს აღწევს.
რამდენი წელია აქ ტიაგო სილვა, მარკინიოსი, ზლატანი, კავანი, ნეიმარი, მბაპე თამაშობენ...
ცხადია, ჩემპიონთა ლიგის მოგება მათი ოცნებაა და ახლა პირველად მოხვდნენ ამ ტურნირ
ის ფინალში. ეს ის თამაშია, რომელშიც ბიჭები უნდა გაიფურჩქნონ...
როგორც გუნდი, პსჟ განსაკუთრებულად შეთამაშებული ერთობა არაა, თუმცა ფეხბურთელები სხვა სამყაროდან არიან", - უთხრა ჟოზემ DAZN-ის ინტერვიუერს.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით