"ბაიერნმა" პსჟ დაჯაბნა და მეექვსედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბაიერნმა" პსჟ 1:0 დაამარცხა და მეექვსედ გახდა ტურნირის გამარჯვებული.

ბრწყინვალე ფორმაში მყოფი "ბაიერნისა" და პსჟ-ის დაპირისპირება სეზონის მთავარი მატჩი გახლდათ და საინტერესო იყო, რას დაუპირისპირებდა ფრანგული გუნდი და როგორ წარმოაჩენდნენ თავს მისი სწრაფი თავდამსხმელები. "რეკორდმაისტერმა" თავიდანვე პრესინგი შესთავაზა მეტოქეს და შეუტია. უხიფათოდ. მეათე წუთისთვის პსჟ-მა თამაშის გათანაბრება და მოწინააღმდეგის კარზე იერიშების მიტანა დაიწყო. მარცხენა ფლანგზე მბაპე აქტიურობდა, რომელსაც დარტყმული ბურთი ორჯერ მცველებმა დაუბლოკეს.

მე-18 წუთზე პირველი სახიფათო მომენტიც შეიქმნა, როდესაც პირისპირ გასულ ნეიმარს გოლის გატანა ნოიერმა არ
დაანება, ცოტა ხანში კი ლევანდოვსკიმ ბურთი ძელს გაარტყა. შემდეგ დი მარიამ ვერ გამოიყენა შანსი, ლევანდოვსკის თავური ნავასმა აიღო, ბოლოს კი მბაპემ გოლის გატანის დიდებული შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.

მოკლედ, პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმში "ბაიერნი" ინიციატივას დაეუფლა და კომანმა ანგარიში გახსნა. 70-ე წუთზე დი მარიამ ჩინებული პასით მარკინიოსი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა და ისევ მოწოდების სიმაღლეზე იდგა ნოიერი. დარჩენილ დროში პარიზელთა ძალისხმევა ამაო გამოდგა და უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა.

- "ბაიერნმა" ამ სეზონში ტურნირზე ყველა მატჩი მოიგო. ეს რეკორდია და მეორედ შეასრულა ტრებლი.
- მიუნხენელთა მწვრთნელმა ფლიკმა თავის პირველ სეზონში ყველა ტურნირზე იმარჯვა.
- "ბაიერნმა" ისტორიაში ჩემპიონთა ლიგაზე 500 გოლი გაიტანა, რაც "რეალისა" (567) და "ბარსელონას" (517) შემდეგ მესამე შედეგია.
- მიულერმა მესამე ფინალში ითამაშა. ამდენივე ფინალში მონაწილეობა კროოსმა მიიღო, რაც გერმანელი ფეხბურთელებისათვის რეკორდია.
- მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული კომანი ფინალში გოლის გამტანი მე-9 ფრანგია - ის პსჟ-ის აღზრდილია. 24 წლის კომანმა მე-20 ტურნირი მოიგო.
- კიმიჰმა უკანასკნელ 3 მატჩში 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
- 11 მატჩში გატანილი 15 გოლით (2 პენალტით) ბომბარდირი ლევანდოვსკი გახდა. მის ანგარიშზე აგრეთვე 5 საგოლე გადაცემაა.
- ნოიერი პირველი მეკარეა, რომელმაც პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგაზე 2016 წლის შემდეგ გოლი არ გაუშვა.
- 24 სექტემბერს ბუდაპეშტში, ევროპის სუპერთასზე "ბაიერნი" და "სევილია" შეხვდებიან.

ლისაბონი. "და ლუში"
პსჟ - ბაიერნი 0:1
გოლი: კომანი (59)

პსჟ: ნავასი, კერერი, ტიაგო სილვა, მარკინიოსი, ბერნატი (კურზავა 80), კიმპემბე, დი მარია (ჩუპო-მოტინგი 80), ერერა (დრაქსლერი 73), პარედესი (ვერატი 65), ნეიმარი, მბაპე

ბაიერნი: ნოიერი, კიმიჰი, ბოატენგი (ზულე 25), ალაბა, დევისი, ალკანტარა (ტოლისო 90), გორეცკა, გნაბრი (კოუტინიო 68), კომანი (პერიშიჩი 68), მიულერი, ლევანდოვსკი

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 25 /
ჭკვიანებისთვის ტენისია ინდივიდუალური ეს დებილებისთვი არის ფეხბურთი ინდივიდუალური სინამდვილეში 11 კაცი თამაშობს.
ყანას
25 აგვისტო 2020 00:52
1
თურმე არ "გვცოდნია" რომ ფეხბურთს 11-ი კაცი თამაშობს!!! ტენისიც არ არის მარტო ერთი კაცის სპორტი, აქაც ორი ჩოგბურთელი ეთამაშება ერთმანეთს, ისე რომ აქაც შეცდი შეფასებაში. ოქროს ბურთი არის ინდივინდიალური პრიზი იმ ფეხბურთელისთვის რომელიც მაგრად ჩაატარებს სეზონს, რამეს ვიძახი გაუგებარს? ამიტომ გეუბნები დებილი, რომ არ გამოჩნდე ცოტა აზრიც უნდა მიაყოლო ყანა!
ყანა მეთოხნეს.
25 აგვისტო 2020 12:12
0
არ ვარ ბავარიის გულშემატკივარი,მაგრამ გუნდი საუკეთესოდ გამოიყურებოდა კორონა პაუზამდეც და მას შემდეგაც.გუნდს ჰყავს მსოფლიოში ამჟამად საუკეთესო მეკარე და საერთოდ მსოფლიოში ერთერთი,ამ სეზონში კი საუკეთესო თავდამსხმელი და ბომბარდირი.მათი ლიდერობით გუნდი ყველასთან აღწევდა უპირატესობას.შემადგენლობის სიღრმე და გასაოცარი ფიზიკური მომზადება კი,საშუალებას აძლევდათ მთელი თამაში მჭიდრო პრესინგი ეთამაშათ და ნებისმიერი მეტოქე მოეხრჩოთ.თუ ამას დავუმატებთ დანარჩენი ფეხბურთელების ძალიან მაღალ კლასს და ორგანიზებულობას,მაშინ გასაგები ხდება,რომ ამ გათამაშებაში,მათ რეალურად მეტოქე არ ჰყავდათ.თასს მართლაც ყველაზე უფრო ღირსეული მფლობელი ჰყავს.ფრანგებმა ღირსეულად იბრძოლეს,მაგრამ ძალები არ იყო თანაბარი,მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე ჩანდა,რომ ფიზიკურად ვეღარ ასდევდნენ გერმანელებს.გოლის ეპიზოდში,საჯარიმოში გერმანელები უფრო მეტნი იყვნენ ვიდრე ფრანგები და ფაქტობრივად ზედმეტი კაცი გაითამაშეს.კომანს იმ წუთში არავინ იჭერდა.ფრანგებს ატალანტასთანაც ეტყობოდათ,რომ უჭირდათ პრესინგიდან ამოსვლა,აქ კი,უკვე ვეღარც ამოდიოდნენ.პსჟს,ალბათ ძალიან დიდი შუალედიც გამოუვიდათ,იქ ხომ ჩემპიონატი აღარ დაამთავრეს და შეიძლება ესეც გახდა,რომ ბოლომდე ვერ გაუძლეს ტემპს.ვინც ნეიმარს აკრიტიკებს,მათ კი ვეტყვი,რომ ბურთის მიღების მომენტში,ორი კაცი რომ ფეხზე გაზის,და მესამე აზღვევს,თითქმის შეუძლებელია ამ ბურთის დამუშავება,გერმენელებმა კი ცენტრი მთლიანად დაიკავეს და შემტევებისათვის პასის მიწვდა,ან კომბინაციების გაკეთება,თითქმის შეუძლებელი იყო.ნეიმარს ფიზიკურადაც ჩაგრავდნენ და ბურთიდან განზე სწევდნენ.მბაპეც კი იგივე მდგომარეობაში გყავდათ და ბუნებრივია,რომ მათი ურთიერთქმედებაც ვერ იყო სათანადო.პსჟ კარგი იყო,მაგრამ ბავარია იყო შეუდარებელი.ბრავო ბავარია?კიდევ მიულერი დამავიწყდა,საოცრად ითამაშა ეს ფინალური ტურნირი.გუნდის მთავარი მოტივატორი, ეგ იყო.ძალიან ვაფასებდი აქამდეც და ახლა კიდევ უფრო მეტად დავაფასე.მწვრთნელზე რაღა უნდა ვთქვა,მაგრამ გერმანიაში ასე ხშირად ხდება.სრულიად უცნობ მწვრთნელს ნიშნავენ და ის,შესანიშნავ შედეგებს აჩვენებს.ალბათ სრულიად უცნობები ჩვენთვის არიან თორემ ასეთი სუპერ მწვრთნელები ვერც უცნობები იქნებიან და არც ასეთ გუნდებში დანიშნავენ,მათი იმედო რომარ ჰქონდეთ.
სოსო
24 აგვისტო 2020 21:05
1
აქამდე უფრო ძლიერი გუნდები ჰყავდათ, არც მწვრთნელები დაეწუნებოდათ. აქამდე რა იმედგაცრუება გამოიარა გუნდმა, ვინ მოთვლის? გვარდიოლას ბაიერნი უშანსოდ დამარცხდა ანჩელოტის რეალთან, ბარსელონასთან, მერე იყო ზიდანის რეალთან მართლა აშკარა თამაშგარედან გაშვებული ბურთები და ეს მაშინ, როცა რიბერი,რობენი და მთელი თანავასკვლავედი ჰყავდათ. 2012ში მიუნხენში ჩელსისთან სულ ძალით წაგებული ფინალი. ეხლა კი აგერ დებიუტანტი მთავარი მწვრთნელით ერთი ამოსუნთქვით გაიმარჯვეს , თან ისე, რომ პანდემიის დროს კონცენტრაცია არ დაუკარგავთ. მეც ზუსტად ის შევამჩნიე, რომ მეტობას ქმნიდნენ, გოლზე ასე იყო და რომ გაიტანეს, პსჟს ზონები დაუკეტეს და ზუსტად მანდ დაღალეს. მწვრთნელმა მთელი ტურნირი შეტევაში ათამაშა გუნდი - სულ 4 შემტევით იყვნენ, მიულერი რამის 10 ნომრად ათამაშა მაშინ, როცა 2014 წლის მერე ფეხბურთი არ უთამაშია და ბაიერნიდან წასვლაზეც ფიქრობდა. და მთავარი ის არის, რომ გუნდმა მართლა ფეხბურთი ითამაშა, შემტევი და გააზრებული.
: )))))))
24 აგვისტო 2020 23:02
1
რეებს წერთ გადაამოწმეთ მაინც ხუთ ხუთი ფინალი აქვთ ნათამაშები სასტავს
ომბუცმენი
24 აგვისტო 2020 20:51
0
Bolo 21 clis ganmavlobashi 6_jer iyvnen finalshi da erti eqvsjer naxevar finalshi. Eqvsive sezonshi tavistavad magari gindi iyo magram egeti ara exla romaa. Amdeni xani egeti presingi me arvici. Ushansod iyo magattan yvela.
Milani
24 აგვისტო 2020 20:14
0
ნეიმარის ფოკუსნიკი დედას შ.....ი.
zas.
24 აგვისტო 2020 18:54
2
ეს თამაში ნოიერმა მოიგო.პ.ს.დევისიც რა ბიჭია.კანადელი არ გვჭირდებაო მანჩესტერს რომ შესთავაზეს....
კახა ქ.
24 აგვისტო 2020 15:50
1
არა მწამს ფეხბურთელი რომელიც პრინციპულ,მნიშვნელოვან თამაშებს ვერ თამაშობს.აბა გუშინ ნეიმარი ფეხბურთელი იყო? ამიტომ როდესაც ოქროს ბურთს აძლევენ აუცილებლად ან ჩ.ლ. ან მსოფლიო უნდა ქონდეს მოგებული.
ჩემი აზრით
24 აგვისტო 2020 11:49
1
ცოტა ჭკვიანური აზრიც, რომ დააყოლო კარგი იქნება. ოქროს ბურთი ინდივიდუალურია, როდესაც ფეხბურთელი თავისი ქვეყნის ბომბარდირი ხდება და თან პარალელურდ ბრწყინვალედ თამაშობს მთელი სეზონი.
ჩემი აზრით-ს
24 აგვისტო 2020 18:36
1
სილქ უნივერსალზე კომენტატორები არიან უმდაბლესი დონის. სამარცხვინოა.
ჯუანშერი
24 აგვისტო 2020 11:46
3
ბაიერნის გულშემატკივრებს ვულოცავ გამარჯვებას. ის რაც წუხელ მოხდა ფეხბურთისთვის არის უკეთესი რადგან არ უნდა დამკვიდრდეს ის აზრი რომ ფულია გადამწყვეტი ტიტულების მოსაგებად.
sormona
24 აგვისტო 2020 11:35
1
ფლიკი ის იშვიათი ადამიანია, რომელიც მუდმივად თანაშემწე მწვრთნელის პოზიციიდან სულ რაღაც ერთ, და ისიც არასრულ სეზონში ევროპის ერთ-ერთ ტოპ მთავარ მწვრთნელად გადაიქცა. ბრავო მართლაც!
ირაკლი
24 აგვისტო 2020 11:14
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული