ჩემპიონთა ლიგა. I ტური: "ბარსამ" "ფერენცვაროში" არ დაინდო, "მანჩესტერმა" პსჟ-ს მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
20 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩები გაიმართა.

"ბარსელონამ" სახლში 5:1 დაამარცხა "ფერენცვაროში".

მესი ტურნირზე მე-17 სეზონს ატარებს, რაც "ბარსელონას" რეკორდია. მან ზედიზედ მე-16 სეზონში გაიტანა და გიგზის რეკორდი გაიმეორა. კუმანი მეხუთე მწვრთნელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე მეექვსე გუნდს უდგას სათავეში. 68-ე წუთზე მსაჯმა პიკე გააძევა, რომელიც შემდეგ ტურში "იუვენტუსთან" ვერ ითამაშებს. ფატი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 18 წლის ასაკამდე ტურნირზე 2 გოლი გაიტანა. "ფერენცვაროშში" ლაშა დვალი სათადარიგო იყო.

"მანჩესტერმა" პარიზში დაძაბულ ბრძოლაში 2:1 სძლია პსჟ-ს.

"ლაციომ", რომელიც 2008 წლის
შემდეგ პირველად იღებს მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგაზე, რომში 3:1 მოუგო "დორტმუნდს". სტუმართა გუნდიდან ერთადერთი გოლის ავტორი ჰოლანია. მან ტურნირზე 9 შეხვედრაში 11-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

E ჯგუფი

ლონდონი. "სტემფორდ ბრიჯი"
ჩელსი - სევილია 0:0

რენი. "როაზონი"
რენი - კრასნოდარი 1:1
გოლები: 1:0 გირასი (56, პენ), 1:1 რამირესი (59)

F ჯგუფი

პეტერბურგი. "გაზპრომი"
ზენიტი - ბრიუგე 1:2
გოლები: 0:1 დენისი (63), 1:1 ხორვატი (74, საკ. კარში), 1:2 დე კატელარე (90+3)

რომი. "ოლიმპიკო"
ლაციო - დორტმუნდი 3:1
გოლები: 1:0 იმობილე (6), 2:0 ლუის ფელიპე (23), 2:1 ჰოლანი (71), 3:1 აკპა-აკპრო (76)

G ჯგუფი

კიევი. "ოლიმპიისკი"
დინამო (კ) - იუვენტუსი 0:2
გოლები: 0:1 მორატა (46), 0:2 მორატა (84)

ბარსელონა. "კამპ ნოუ"
ბარსელონა - ფერენცვაროში 5:1
გოლები: 1:0 მესი (27, პენ), 2:0 ფატი (42), 3:0 კოუტინიო (52), 3:1 ხარატინი (70, პენ), 4:1 პედრი (82), 5:1 დემბელე (89)
გაძევება: პიკე (68)

H ჯგუფი
პარიზი. "პარკ დე პრენსი"
პსჟ - მანჩესტერი 1:2
გოლები: 0:1 ბრუნო ფერნანდესი (23, პენ), 1:1 მარსიალი (55, საკ. კარში), 1:2 რეშფორდი (87)

ლაიპციგი. "რედ ბული"
ლაიპციგი - ისტანბული 2:0
გოლები: 1:0 ანხელინო (16), 2:0 ანხელინო (20)

მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგარი ტაშტია ეს პსჟ რაში გადაყარა იმ შეიხმა ამდენი ფული?
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული