პარიზული გრანდი თურქეთს ეწვევა, სადაც "ბაშაქშეჰირს" დაუპირისპირდება.
პირველ ტურში განცდილი მარცხის გამო "პარი სენ ჟერმენს" 3 ქულა სჭირდება.
თურქების მხრიდან მატჩს კაისარა, უჩარი, აზუბუიკე და ჩადლი გამოტოვებენ.
პსჟ-ის მხრიდან კი ბერნატი, გუეიე, დრაქსლერი, ვერატი, იკარდი, ლედელიე, ხესე და პარედესი გამოაკლდებიან.
მატჩი თბილისის დროით 21:55-ზე
"კრასნოდარი" - "ჩელსი"
რუსული "კრასნოდარი" დღეს "ჩელსის" უმასპინძლებს.
პირველი ტურის შემდეგ 4-ივე გუნდს 1 ქულა აქვს.
დიდი დანაკლისით ითამაშებს დღეს "კრასნოდარი".
მათ და სილვა ფერეირა, ვანდერსონი, კლაესონი, მარკოვი, პეტროვი, საბელა და სტოტსკი გამოაკლდებიან. საეჭვოა ასევე ბერგის, ოლსონისა და სოროკინის თამაშიც.
"ჩელსის" ალონსოს, კეპასა და გილმორის გარეშე მოუწევს თამაში.
მატჩი თბილისის დროით 21:55-ზე დაიწყება.
"ბრიუგე" - "ლაციო"
პირველი ტურის შემდეგ ეს გუნდები I-II ადგილებს იყოფენ 3-3 ქულით.
დიდია დანაკლისი "ლაციოს" მხრიდან.
მათ ლუის ალბერტო, ანდერსონი, იმობილე, ლაცარი, პრუტო, და რადუ გამოაკლდებიან.
საეჭვოა ასევე ესკალანტეს, ლუკას ლეივას, ლულიჩისა და მარუშიცის თამაში.
რაც შეეხება ბელგიელებს, "ბრიუგე" მიტროვიჩის გარეშე ითამაშებს.
მატჩი თბილისის დროით 00:00-ზე დაიწყება.
"დორტმუნდი" - "ზენიტი"
პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ ორივე გუნდს 3 ქულა სჭირდება.
გერმანელები დღეს ფავორიტები არიან, მაგრამ რუსებს საკმაოდ კარგი შემადგენლობა ჰყავთ.
წესითა და რიგით, საინტერესო მატჩი უნდა გამოვიდეს.
"დორტმუნდს" ზაგადუ, შმელვერი, შულცი და ემრე ჩანი გამოაკლდებიან.
რაც შეეხება "ზენიტს", მათ აზმუნისა და მალკომის გარეშე მოუწევთ თამაში.
მატჩი თბილისის დროით 00:00-ზე დაიწყება.
"მანჩესტერი"- "ლაიპციგი"
"პარკ დე პრენსზე" მოპოვებული 3 ქულის შემდეგ "მანჩესტერი" "ოლდ ტრაფორდზე" "ლაიპციგს" მასპინძლობს.
აქ გამარჯვების შემთხვევაში პლეი-ოფისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამენ.
"წითელ ეშმაკებს" ბაილი, ლინგარდი და ჯოუნსი გამოაკლდება.
ხოლო გერმანელებს - ადამსი, კლისტერმანი, ლაიმერი, ჰაიდარა და ჰარტმანი. საეჭვოა კამპლისა და მუკიელეს თამაშიც.
მატჩი თბილისის დროით 00:00-ზე დაიწყება.
"სევილია" - "რენი"
"სტემფორდ ბრიჯზე" უსახური მატჩის შემდეგ "სევილია" "რენს" მასპინძლობს.
თავის მხრივ, ფრანგული კლუბი "კრასნოდარს" საკუთარ კედლებში დაუზავდა და მათ ქულები გაიყვეს.
ანდალუსიელებს ესკუდერო, იდრისი და ნანიონი დააკლდებათ.
"რენს" - ჯეიმს სილიკი, მაუასა და ნიანგი.
მატჩი თბილისის დროით 00:00-ზე დაიწყება.
"ფერენცვაროში" - "დინამო კიევი"
უნგრული კლუბი პირველ ტურში "ბარსელონასთან" განადგურდა - 1:5. რაც შეეხება "დინამო კიევს", "იუვენტუსთან" თავიანთი მატჩი მათაც დათმეს.
"ფერენცვაროშში" ასპარეზობს ქართველი მცველი ლაშა დვალი, რომელსაც სამწუხაროდ, წინა ტურში თამაშის საშუალება არ მისცემია.
დღევანდელ შეხვედრაში უნგრელები ოპტიმალური შემადგენლობით იქნებიან, რასაც ვერ ვიტყვით "დინამო კიევზე".
უკრაინელებს ბესიედინი, ბურდა, ბუშჩანი, კოსტევიჩი, მუკოლენკო, ტიმჩუკი გამოაკლდებათ.
მატჩი თბილისის დროით 00:00-ზე დაიწყება.
"იუვენტუსი" - "ბარსელონა"
დღის უდავოდ ცენტრალური დაპირისპირება.
სამწუხაროდ, მესი-რონალდოს დაპირისპირებას ვერ ვიხილავთ, რადგან პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს კოვიდ-ტესტზე კვლავ დადებითი პასუხი მოუვიდა.
პირველ ტურში ორივე კლუბმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
დღევანდელ მატჩში "იუვენტუსს" ალექს სანდრო და რონალდო გამოაკლდება. ასევე საეჭვოა ბონუჩის, კიელინისა და დე ლიხტის თამაში.
თავის მხრივ, "ბარსელონასაც" დიდი დანაკლისი აქვს.
მათ კოუტინიო, პიკე, ტერ შტეგენი და უმტიტი არ ეყოლებათ.
მატჩი თბილისის დროით 00:00-ზე დაიწყება.