[PREVIEW] "რეალი" მილანში იბრძოლებს, "ატალანტა" - "ენფილდზე", ისევ მოიგებს "ბაიერნი"? დღეს ჩემპიონთა ლიგაა [PHOTO]

AutoSharing Option

დღეს, 25 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის დასკვნითი მატჩები გაიმართება.  რამდენიმე გუნდი გამარჯვების შემთხვევაში შეძლებს და ჯგუფიდან გასვლას გაინაღდებს. 

მაშ ა:


გლადბახი" - "შახტარი"

Sportall.Ge

როგორც ცნობილია, უკრაინელთა რიგებში დავით ხოჭოლავა ასპარეზობს. დღეს მისი გუნდი "გლადბახს" დაუპირისპირდება. ეს გუნდები 3 ტურის შემდეგ პირველ და მეორე ადგილებს იკავებენ.

"გლადბახს" ბენსებენი, პლეა, პოულსენი და ჰოფმანი გამოაკლდება.

რაც შეეხება "შახტარს", მათ ისმაილი, კონოპლიანკა და მალიშევი არ ეყოლებათ. საეჭვოა მარლოსის, ტაისონისა და ხოჭოლავას თამაშიც.

მატჩი თბილისის დროით 21:55 საათზე დაიწყება.

"ოლიმპიაკოსი" - "მანჩესტერ სიტი"

Sportall.Ge

"მანჩესტერ სიტი" ჯერჯერობით უდანაკარგოდ ასპარეზობს. რაც შეეხება "ოლიმპიაკოსს", 3 ტურის შემდეგ 6 ქულით მე-3 ადგილს
იკავებს. 

"ოლიმპიაკოსს" ელ არაბი და ვალბუენა არ ეყოლება. საეჭვოა ბრუმას, ვიგარისა და ჰოლებასის თამაში. 

"მანჩესტერ სიტის" კი აკე და ფერნანდინიო გამოაკლდება. კითხვის ნიშნის ქვეშაა მენდის თამაშიც. 

მატჩი თბილისის დროით 21:55  საათზე დაიწყება.


"აიაქსი" - "მიდტიულანდი"


Sportall.Ge


"აიაქსის" მთავარი კონკურენტი "ატალანტა" დღეს "ენფილდს" ესტუმრება. თუ წინა თამაშს გავითვალისწინებთ, ამსტერდამელებს კარგი შანსი აქვთ, მეორე ადგილზე გადავიდნენ და უშუალო მდევარს მნიშვნელოვანი ქულებით გადაასწრონ. შეგახსენებთ, 3 ტურის შემდეგ "აიაქსსა" და "ატალანტას" თანაბარი, 4-4 ქულა აქვთ. დანიურ კლუბს კი 3 ტურის შემდეგ აქტივში 0 ქულა და მე-4 ადგილი აქვს.

რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ამსტერდამელებს დოს სანტოსი და კუდუსი გამოაკლდებათ. ასევე საეჭვოა კალასენის, ლაბიადინისა და მაზარუის თამაში. 

"მიდტიულანდი" ევანდერის გარეშე ითამაშებს. საეჭვოა ოლსენის, რიიკისა და ჯუნიორ ბრუმადოს თამაშიც.

მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.



"ატლეტიკო" - "ლოკომოტივი"

Sportall.Ge

მადრიდელებმა აუცილებლად უნდა გაიმარჯონ. წინააღმდგ შემთხვევაში მათი გასვლა/არგასვლის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება. 

"ატლეტიკოს" 3 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს, ხოლო რუსულ კლუბს - 2. 

სიმეონეს შეგირდები დღევანდელ მატჩს დიდი დანაკლისით ხვდებიან. მათ ვრსალკო, სანჩესი, სუარესი, ტორეირა და ჰერერა გამოაკლდებათ.

რაც შეეხება "ლოკომოტივის" დანაკლისს, მათ ბარინოვი, ლისოვი და სმოლოვი არ ეყოლებათ, ასევე საეჭვოა იგნატიევის თამაშიც. 

მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.


"ინტერი" - "რეალი"

Sportall.Ge

როდესაც B ჯგუფი გადანაწილდა, ამ ორივე კლუბს ჯგუფის ლიდერებად მიიჩნევდნენ, მაგრამ 3 ტურის შემდეგ "სამეფო კლუბი" მე-3 ადგილზეა, ხოლო იტალიელები - მე-4-ზე. 

დღევანდელ მატჩში ორივე გუნდს აუცილებლად გამარჯვება სჭირდება. 3 ტურის შემდეგ ესპანელებს 4 ქულა აქვთ, რაც შეეხება "ინტერს" - 2. 

ორივე კლუბი დიდი დანაკლისით ხვდება. 

იტალიელებს ბროზოვიჩი, ვესინო, კოლაროვი, პადელი და სენსი გამოაკლდებათ. 

ხოლო "რეალს" დღევანდელ მატჩში ბენზემა, ვალვერდე, იოვიჩი, მილიტაო, ოდრიოსოლა და რამოსი დააკლდება.

მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. 


"ლივერპული" - "ატალანტა"

Sportall.Ge

"ატალანტა" გასულ ტურში საკუთარ მოედანზე ინგლისელებთან 0:5 განადგურდა. ამ მომენტისთვის იტალიელები მე-3 ადგილზე იმყოფებიან 4 ქულით. რაც შეეხება "ლივერპულს", კლოპის შეგირდები 3 ტურის შემდეგ 9 ქულით პირველ ადგილზე არიან. აღსანიშნავია, რომ მათ ჯერჯერობით გოლიც კი არ გაუშვიათ. 

"ლივერპული" დღევანდელ მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება - მათ არნოლდი, გომესი, ვან დაიკი, კეიტა, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, შაქირი, ჰენდერსონი გამოაკლდებათ. ასევე, ალკანდარასა და ვილიამსის თამაშიც საეჭვოა. 

ბერგამოელებს დეპაოლი, კალდარა და მალინოვსკი დააკლდებათ. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშაა მურიელის თამაშიც.

მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. 


"პორტუ" - "მარსელი"

Sportall.Ge

მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე "მარსელი" საშინლად თამაშობს, მათ გოლიც კი არ გაუტანიათ, რასაც "პორტუზე" ვერ ვიტყვით, ისინი პირიქით, შესანიშნავ და ლაღ ფეხბურთს თამაშობენ. 3 ტურის შემდეგ ფრანგული კლუბი 0 ქულით ბოლო ადგილზეა, ხოლო პორტუგალიელები - 6 ქულით მე-2-ზე. 

დღევანდელ მატჩში "მარსელს" რადონიჩი გამოაკლდება.

რაც შეეხება "პორტუს", მათ მბაიეს გარეშე მოუწევთ თამაში. ასევე საეჭვოა მარკანოსა და პეპეს გამოსვლაც. 

მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.


"ბაიერნი" - "ზალცბურგი"

Sportall.Ge

"ბაიერნი" კვლავაც დანაკარგის გარეშე ასპარეზობს, ხოლო ავსტრიული კლუბი ბოლო ადგილზეა, მათ 1 ქულა აქვთ.

დღევანდელ მატჩში "რეკორდმაისტერს" დეივისი, კიმიხი, ტილმანი და ტოლისო გამოაკლდება. ასევე საეჭვოა ერნანდესის თამაშიც.

რაც შეეხება "ზალცბურგს", მათ ბერნედე და დაკა არ ეყოლებათ. კითხვის ნიშნის ქვეშაა იუნუზოვიჩისა და ოკუგავას თამაშიც.

მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. 


altჩემპიონთა ლიგა. IV ტური: დვალმა ტურინში იბრძოლა - "ბარსელონა", "იუვენტუსი", "ჩელსი" და "სევილია" გავიდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული