PREVIEW - "შახტარი" ხოჭოლავას გარეშე, ტიტანების ბრძოლა და დიდი გამოცდა "ენფილდზე"! დღეს ჩემპიონთა ლიგაა

AutoSharing Option
დღეს, 1-ელ დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის მატჩები გაიმართება. რამდენიმე გრანდმა მე-4 ტურის შემდეგ ჯგუფიდან გასვლა მოახერხა, რამდენიმეს დღეს იდეალური შანსი აქვს. 

როგორც აღვნიშნე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასკვნით ფაზაში გადადის და აქ თითოეულ ქულას გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს.


"ლოკომოტივი"-""

Sportall.Ge

"ლოკომოტივს" 3 ქულა აქვს, ხოლო სტუმარ "ზალცბურგს" - 1. რუსები პარალელურად "ბაიერნზე" არიან დამოკიდებულნი, რადგან თუ დღეს "ატლეტიკო" მოიგებს, "ლოკომოტივს" შანსი აღარ ექნება, რადგან მადრიდელებს 8 ქულა გაუხდებათ. 

დღევანდელ მატჩში "ლოკომოტივს" სმოლოვი გამოაკლდება. რაც შეეხება "ზალცბურგს", მათ - ბერნედე და ოკოგავა. ოკაფორის თამაში კითხვის
ნიშნის ქვეშაა.

მატჩი თბილისის დროით 21:55 საათზე დაიწყება.


"შახტარი"-"რეალი"

Sportall.Ge

"შახტარმა" ჩემპიონთა ლიგის პირველივე ტურში მადრიდელები 3:2 დაამარცხა, რამაც ზიდანის სკამი შეარყია, მაგრამ "რეალი" ფორმაში შევიდა და დაძაბულობის მიუხედავად, მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.

შეგახსენებთ, ქართველი დავით ხოჭოლავა უკრაინელების რიგებში გამოდის. ზემოხსენებულ 
თამაშში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. 

თავის მხრივ, დონეცკელებმა "გლადბახისგან" 10 ბურთი გაუშვეს ისე, რომ თვითონ ვერ  გაუტანეს.

დღევანდელ მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან უკრაინულ კლუბს 4, ხოლო მადრიდულს 7 ქულა აქვს. "რეალი" გამარჯვების შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე გასვლას ინაღდებს.

ორივე კლუბი დღევანდელ მატჩს საკმაოდ დიდი დანაკლისით ხვდება. 

"შახტარს" კორნიენკო, ისმაილი, კონოპლიანკა, ხოჭოლავა, კრივცოვი გამოაკლდება. საეჭვოა დენტინიოს თამაშიც. 

რაც შეეხება "რეალს", მათ ოდრიოსოლა, რამოსი, ვალვერდე და აზარი არ ეყოლებათ. 

მატჩი თბილისის დროით 21:55 საათზე დაიწყება. 


"ატლეტიკო"-"ბაიერნი"

Sportall.Ge

"ატლეტიკო" დღევანდელ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან მე-2 ადგილით გადის. "ბაიერნმა", თავის მხრივ, პირველი ადგილი გაინაღდა.

ამ ყველაფერს ემატება "ბაიერნის" დიდი დანაკლისი. 

4 ტურის შემდეგ "რეკორდმაისტერს" 12 ქულა აქვს, ხოლო "ატლეტიკოს" - 5.

მასპინძლებს კოშტა და ვრსკალკო გამოაკლდებათ. საეჭვოა სანჩესის, ტორეირასა და სუარესის 
თამაში. 

რაც შეეხება "ბაიერნს", მათ დევისი, კიმიხი, ტოლისო, როსა, ნოიერი, ლევანდოვსკი, გორეტსკა, ტილმანი არ ეყოლებათ. კითხვის ნიშნის ქვეშაა ბოატენგის თამაშიც. 

მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. 


"გლადბახი"-"ინტერი"

Sportall.Ge

მილანელები "რეალთან" ერთად ამ ჯგუფის ფავორიტები იყვნენ, მაგრამ 4 ტურის შემდეგ  სხვაგვარი ვითარებაა. 

მადრიდელებზე როგორც აღვნიშნე, 7 ქულა აქვთ, ხოლო "ინტერს" - 2. იტალიელები საკუთარ თავზეც აღარ არიან დამოკიდებულნი, რადგან მასპინძელ "გლადბახს" 8 ქულა აქვს და ბურთების უკეთესი სხვაობაც. ასე რომ, "ინტერი" "რეალზეა" დამოკიდებული. 

დღევანდელ მატჩში სტუმრებს ვიდალი დააკლდებათ, რომელმაც გასულ ტურში წითელი ბარათი მიიღო. 

რაც შეეხება მასპინძელ "გლადბახს", მათ ელვედი და ბენსებაინი გამოაკლდებათ. 

მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. 


"მარსელი"-"ოლიმპიაკოსი"

Sportall.Ge

ჯგუფის 2 აუტსაიდერი ხვდება ერთმანეთს. "ოლიმპიაკოსს" 3 ქულა აქვს, ხოლო "მარსელს" - 0. აღსანიშნავია, რომ ფრანგებს 4 ტურის შემდეგ გოლიც კი არ გაუტანიათ. 

დღევანდელ მატჩში "მარსელს" ბალერდი და რადონიჩი გამოაკლდება. საეჭვოა სანსონისა და საკაის თამაშიც. 

რაც შეეხება "ოლიმპიაკოსს", ბერძნებს ჰასანის, რანდელოვიჩის, ვალბუენასა და ბრუმას გარეშე მოუწევთ თამაში. კითხვის ნიშნის ქვეშაა ვინაგრეს ასპარეზობაც. 

მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. 


"პორტ"-"მანჩესტერ სიტი"

Sportall.Ge


ორივე კლუბი შემდეგ ეტაპზე გავიდა, ასე შეიძლება ვთქვათ, რადგან "ოლიმპიაკოსს" 2 მოგებით უსწრებენ და ამას ემატება ბურთების შეფარდებაში სხვაობა. 

დღევანდელ მატჩში "პორტუს" გრუჟიჩი, მბაიე, პეპე და ლოუმი გამოაკლდება. 

რაც შეეხება "მანჩესტერ სიტის", მათ აგუერო არ ეყოლებათ. 

მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. 


"ლივერპული"-"აიაქსი"

Sportall.Ge

დღევანდელი შეხვედრა ორივე კლუბისთვის მნიშვნელოვანია. "ლივერპული" გამარჯვების შემთხვევაში 12 ქულას აგროვებს და ჯგუფიდან ავტომატურად გადის, მაგრამ "აიაქსის" ვითარება მძიმდება, რადგან ბოლო ტურში "ატალანტას" უნდა უმასპინძლონ და მათ დიდი მოტივაცია ექნებათ, რადგან დღეს "მიდტიულანდთან" გამარჯვების შემთხვევაში "აიაქსს" ბურთების სხვაობითაც გადაასწრებენ და ქულებითაც.

შეგახსენებთ, 4 ტურის შემდეგ ამსტერდამულ კლუბს 7 ქულა აქვს და მე-2-მე-3 ადგილებს იყოფს ბერგამოულ კლუბთან.

რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, მერსისაიდელებს დიდი დანაკლისი აქვთ და ეს იქნება "აიაქსის" მთავარი შანსი. 

"ლივერპულს" ვან დეიკი, გომეზი, ალკანტარა, ოქსლეიდ ჩემბერლენი, მილნერი, არნოლდი და შაქირი არ ეყოლება. ასევე საეჭვოა ნაბი კეიტას თამაშიც. 

რაც შეეხება "აიაქსს", მათი ვითარება ამ მხრივ რადიკალურად განსხვავებულია. მათ კუდუსი გამოაკლდებათ და შესაძლოა ბლინდმაც ვერ ითამაშოს.

მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. 


"ატალანტა"-"მიდტიულანდი"

Sportall.Ge

როგორც აღვნიშნე, "ატალანტასთვის" დღევანდელი მატჩი მნიშვნელოვანია, რადგან გამარჯვების შემთხვევაში "აიაქსს" გადაასწრებს, ხოლო ამსტერდამულ კლუბს "ენფილდზე" არაფერი აქვს გარანტირებული. 

"მიდტიულანდს" 0 ქულა აქვს. ამ კლუბს არ გაუმართლა, რადგან ჯგუფში სამ ევროპულ გრანდთან ერთად მოხვდა და ლოგიკური შედეგიცაა.

დღევანდელ შეხვედრაში ბერგამოელებს დიდი დანაკლისი აქვთ. მათ კალდარა, დეპაოლი, მალინოვსკი, მირანჩუკი, პალაშიჩი და გოლინი გამოაკლდებათ. 

რაც შეეხება "მიდტიულანდს", მათ რიისი, ბრუმადო და სვიატჩენკო არ ეყოლებათ. შესაძლოა, ევანდერი და კაჟუსტეც არ ჰყავდეთ. 

მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. 


altჩემპიონთა ლიგა. IV ტური: "ბაიერნი" და "სიტი" გავიდნენ, "ლივერპული" სახლში დამარცხდა, "რეალმა" მილანში იმარჯვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული