ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ისა და "ისტანბულის" მატჩისას რასობრივ ნიადაგზე მომხდარ სკანდალზე კომენტარი "ბენფიკას" მწვრთნელმა ჟორჟე ჟეზუშმა გააკეთა.
"არ ვიცი, კონკრეტულად რა მოხდა იმ შემთხვევაში, მაგრამ მე ასეთ საკითხზე საკუთარი აზრი მაქვს და მის გამოთქმას ქვეყნად ვერავინ დამიშლის.
ახლა ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ მოდად იქცა, ყველაფერში რასიზმი დაინახონ. ყველაფერი, რასაც შავკანიანი ადამიანის მისამართით ითქმება, რასიზმია, თეთრკანიანის მისამართით კი - არა და ამ ტენდენციის დამკვიდრებას ყველანაირად ცდილობენ", - განუცხადა ჟეზუშმა "მარკას".
მახსოვს მოედანზე შევარდნილ გულშემატკივარს სცემდნენ ამან დაცვას გაუტრაკა და დაიცვა გულშემატკივარი მგონი ხელითაც შეეხო
ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს, ეცვა ოდენ მართ პერანგი,
იმღერდა და იხარებდა, წინა ედგა ერთი ჩანგი.
შემოვიდა მას წინაშე თინათინის მონა ზანგი,
მოახსენა: „გიბრძანებსო ტანი ალვა, პირი მანგი“.
ბენფიკას ვუგულშემატკივრებ!