უსკანდალოდ. პსჟ-მა "ისტანბული" გაანადგურა - მბაპეს და ნეიმარის რეკორდები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ რასობრივ ნიადაგზე მომხდარი ინციდენტის გამო გადადებული პსჟ-ისა და "ისტანბულის" მატჩი დღეს მე-14 წუთიდან გაგრძელდა და მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა - 5:1.

მატჩს რუმინელების ნაცვლად ფრანგ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურა.

მბაპემ დუბლი შეასრულა, საგოლე გადაცემა გააკეთა და მესის რეკორდი დაამხო - ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 20 წლისა და 11 თვის ასაკში ტურნირზე 21 გოლი გაიტანა.

ნეიმარმა ჰეთ-თრიკი შეასრულა. ეს ჩემპიონთა ლიგაზე ბრაზილიელის მესამე ჰეთ-თრიკია. მასზე მეტი ჰეთ-თრიკი მხოლოდ მესისა და რონალდოს აქვთ შესრულებული - 8. ნეიმარი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე
20-20 გოლი ორი სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში გაიტანა.

ასე და ამრიგად, H ჯგუფში პირველ ადგილზე პსჟ გავიდა, მეორეზე - "ლაიპციგი" და ეს ორი გუნდი პლეი-ოფში იასპარეზებს. მესამეადგილოსანი "მანჩესტერი" ევროპა ლიგაზე გადაერთვება, ხოლო "ისტანბული" მომავალ სეზონამდე ევროტურნირებს დაემშვიდობა.

პარიზი. "პარკ დე პრენსი"
პსჟ - ისტანბული 5:1
გოლები: 1:0 ნეიმარი (21), 2:0 ნეიმარი (38), 3:0 მბაპე (22, პენ), 4:0 ნეიმარი (50), 4:1 ტოპალი (57), 5:1 მბაპე (62)

მკითხველის კომენტარები / 2 /
ახლა არ იჩივლებენ, ფრანგმა რომ იმსაჯა პსჟ-სთან თამაში?
იქნებ გუშინ 1:0 წაეგოთ და მეტი არა.
გუგა
12:35 10-12-2020
0
აი ვარსკვლავი ვინაა. მბაპე!!. 20 წლის ასაკში რეკორდები აქვს.
თქვენ ჩაკვეტაძეზე იოცნებეთ.
გენა
11:29 10-12-2020
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული