ბოლო 5 წლის კოშმარული ღამეები... ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" 5 განადგურება [PHOTO]

AutoSharing Option
"ბარსელონამ" სამშაბათს კიდევ ერთი მძიმე ღამე გადაიტანა. ეს მე-5 საღამო გახლდათ ბოლო 5 წელში, როდესაც კლუბი უბრალოდ განადგურდა. 

კატალონიელები ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლებიან, თუმცა ბოლო 5 წელია ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს დიდი ანგარიშით მარცხით ასრულებენ. 

ამ სეზონში, მიუხედავად გუნდის არასტაბილურობისა, გულშემატკივარს მაინც სჯეროდა, რომ "ბლაუგრანა" ნანატრი ლიგის მოგებას შეძლებდა, მაგრამ რონალ კუმანი ერნესტო ვალვერდესა და კიკე სეტიენს შეუერთდა, რომლებმაც ლიგის პლეი-ოფში დიდი ანგარიშით წააგეს. 

3 ფეხბურთელი 

მწვრთნელები და თითქმის მთლიანი გუნდი შეიცვალა. მხოლოდ და მხოლოდ 3 ფეხბურთელი
გახლავთ, რომლებიც იმ "წყეულ" თამაშებში მონაწილეობდნენ. ესენი გახლავთ: ტერ შტეგენი, ჟერარდ პიკე და ლიონელ მესი. 

"იუვენტუსი" "პარი სენ ჟერმენის" შემდეგ

Sportall.Ge

ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების სეზონში "პარი სენ ჟერმენთან" ისტორიული 6:1 შემდეგ, "ბლაუგრანა" ტურინში 0:3 დამარცხდა, ხოლო საკუთარ მოედანზე გოლის გატანაც კი ვერ მოახერხა და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა. 

დრამა რომში

Sportall.Ge

"ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში "ჩელსის" ბარიერის დაძლევის შემდეგ იტალიურ "რომას" "კამპ ნოუზე" 4:1 მოუგო. თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და ამ დროს "ბლაუგრანა" "ოლიმპიკოზე" 3:0 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა. 

"ენფილდი"

Sportall.Ge

"ბარსელონამ" "ლივერპული" საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა, თუმცა ესპანური კლუბი მერსისაიდში ჩაფრინდა და "ენფილდზე" 4:0 წააგო. 

დამცირება ლისაბონში 

Sportall.Ge

გასულ წელს პანდემიის გამო გუნდები ლისაბონში ჩაფრინდნენ და იქ ერთთამაშიანი დუელი გამართეს. "ბარსელონა" გერმანურ გრანდს, მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდა, რომელმაც საბოლოოდ ეს ტურნირი მარტივად მოიგო. "რეკორდმაისტერმა" "ბლაუგრანა" 8:2 დაამარცხა და კატალონიაში სამარცხვინო ანგარიშით დააბრუნა.

"პარი სენ ჟერმენის" შურისძიება

Sportall.Ge

2020/21 წლების ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ფრანგულმა გიგანტმა "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" 4:1 დაამარცხა და საკუთარ მოედანზე გუნდს კომფორტული სხვაობით დახვდება. ეს შეხვედრა 10 მარტს გაიმართება და რთული წარმოსადგენია, რომ "ბლაუგრანა" შედეგს ისევ შემოატრიალებს. 


მომზადებულია marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
დიდი ანგარიშით უკვე ქრონიკული წაგებები იმ გუნდებთან რომლებიც ბარსამ ორი კვირით ადრე ასევე დიდი ანგარისით დაამარცხა, იმედია შემთხვევითობა არავის ჰგონია. საკმაოდ უცნაური სურატი იხატება: ერთი გუნდი მეორეზე თითქოს გაცილებით ძლიერია, დიდი ანგარიშით ჯაბნის და მოულოდნელად, ორი კვირის ინტერვალში აღმოჩნდება რომ გაცილებით ძლიერი სწორედაც ის მეორე გუნდია და შედეგად პირველი "ძლიერი" გუნდი კიდევ უფრო დიდი ანგარიშით იჯაბნება. ერთხელ, კარგი ორჯერ, მაგრამ ამდენჯერ? იქნებ საქმე გუნდების ტაქტიკაშია? უფრო სწორად კი სტრატეგიაში, საფეხბურთო სქემაში, რომელიც ბარსას თითქმის უცვლელი აქვს გვარდიოლას დროიდან? კერძოდ, ბარსა მუდმივად იყენებს ე.წ. "რიცხობრივი უპირატესობის" სქემას, რომელიც უზრუნველყოფს ბურთის 65-70%-იან ფლობას, რომელიც მორგებულია პირადად მესიზე და რომელიც ეფუძნება ნახევარდაცვის საყრდენ ზონაში 6 ფეხბურთელის მუდმივ ყოფნას. როდესაც ამ სქემის ნეიტრალიზება ხდება, გუნდი როგორც წესი ვერაფერს აკეთებს, შედგად მესი როგორც წესი ვერაფერს აკეთებს, შედეგად ბარსა მარცხდება. სქემის განეიტრალება ხდება ნახევარდაცვის საყრდენ ზონაში მოწინააღმდეგის მიერ ფეხბურთელთა იგივე ან მეტი რიცხვის "მივლენით". კუმანი ეხლა ცდილობს შეცვალოს უკვე გაშიფრული სქემა. ადრე ამას ვალვერდე და სეტიენი ცდილობდნენ, უფრო სწორედ ვალვერდე მხოლოდ ზურგუკან გრძელი პასებით შეეცადა სქემის გამდიდრებას რათა მეტოქეს მაღალი ნახევარდაცვის თამაში ვერ გაებედა. ეს არ გამოვიდა. ვნახოთ რა გამოუვა კუმანს. შთაბეჭდილება იქმნება რომ დღეს მესი და მასზე მორგებული სქემა მხოლოდ ამუხრუჭებს ბარსას.
ნიკა
13:08 21-02-2021
2
ფოტოზე რაც ანგარიშია ასახული ნეტა ის ყოფილიყო პსჟ-სთან
მამუკა
18:48 19-02-2021
0

სიახლეები პოპულარული