პრობლემა "ლივერპულს", კურტუა "ენფილდზე" 2 გოლს არ უშვებს

AutoSharing Option
იმაში ახალი არაფერია, რომ ტიბო კურტუა მსოფლიო დონის ფეხბურთლია. ბელგიელი მადრიდის "რეალის" მიმდინარე სეზონში წარმატების ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა, განსაკუთრებით, ლა ლიგაში, სადაც "სამეფო კლუბმა" თანაქალაქელ "ატლეტიკოს" საკმაოდ დიდი რაოდენობით დაკარგული ქულების შემდეგ მაინც გადაასწრო. 

მისი მნიშვნელობა "ენფილდზე" ოთხშაბათს გამართული შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო მეტად გამოჩნდება, რადგან ტიბო "ენფილდზე" 2 გოლს არასდროს უშვებს. 3 შეხვედრა ფრედ და ერთი მარცხი, ისიც 1:2. 

2015 წლის ოქტომბერში კურტუამ "ჩელსისა" და "ლივერპულის" შეხვედრა, რომელიც ლონდონში, "სტენფორდ ბრიჯის" მოედანზე გაიმართა, გამოტოვა. იმ შეხვედრაში კი მერსისაიდელებმა ფილიპე
კოუტინიოს დუბლის წყალობით 3:1 იმარჯვეს. შემდეგ ბელგიელი დაბრუნდა და "წითლებს" ერთ გოლზე მეტის გატანის საშუალება არ მისცა.

რაც შეეხება გამოთიშვის სისტემას, ტიბო "ლივერპულს", ორმატჩიანი დუელი მისი წარმატებით დასრულდა. 2014/15 წლებში კარაბაოს თასის ნახევარფინალური შეხვედრა "ენფილდზე" 1:1 დასრულდა, ლონდონში კი მატჩი 0:0 მორჩა.

ამ ყველაფრის შემდეგ 6 წელზე მეტი გავიდა და მერსისაიდელებმა უკვე კარგად იციან, თუ კურტუა თავის სასიამოვნო ტრადიციას გააგრძელებს, ინგლისელებს ორმატჩიანი დუელის მოგების შანსი არ აქვთ. შეგახსენებთ, მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური დაპირისპირების პირველ შეხვედრაში ესპანეთში 3:1 იმარჯვა და "ენფილდზე" კომფორტული უპირატესობით გაემგზავრება. 

განმეორებითი შეხვედრა 14 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მომზადებულია marca-ს მიხედვით


altჩემპიონთა ლიგა. 1/4 -ფინალი: ეყოფათ „რეალსა“ და „სიტის“ მოპოვებული ფორა? [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 1 /
გასაგებია, მარა რაღაც ყოველთვის პირველად ხდება და მუდმივი არაფერია.
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული