ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. პსჟ-მა "ბარსელონას" "ბაიერნიც" ზედ მიაყოლა [VIDEO]

AutoSharing Option
14 აპრილს ჩემპიონთა ლიგის 2 განმეორებითი მეოთხედფინალი გაიმართა და პირველი ნახევარფინალისტებიც გაირკვა.

ეს მატჩი ფინალს დაამშვენებდა

მიუნხენში 2:3 წაგების შემდეგ „ბაიერნი“ მძიმე ამოცანის წინაშე იდგა, მით უმეტეს, ლევანდოვსკი კვლავ ვერ დაეხმარა, თუმცა პირველ ტაიმში უფრო სახიფათო მომენტები მასპინძლებმა შექმნეს და ნოიერმა ნეიმარს სამჯერ არ დაანება გატანა. შემდეგ ბრაზილიელმა ლამაზი ცრუმოძრაობით კომანი ჩამოიცილა და ბურთი ხარიხას გაარტყა. მერე ის გოლკიპერთან პირისპირ გავიდა და მიუნხენელები ძელმა იხსნა.

ამდენი შანსის გამოუყენებლობის გამო „პარი სენ ჟერმენი“ დაისაჯა და მალე ჩუპო-მოტინგმა სტუმრები დააწინაურა. მან ტურნირზე
უკანასკნელ 5 მატჩში 4-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და ეს მაშინ, როდესაც ბუნდესლიგაზე ამ სეზონში მის ანგარიშზე 18 მატჩში მხოლოდ 1 გოლია. ტაიმის დასასრულს კი „რეკორდმაისტერმა“ ანგარიშის გაზრდის ორი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან.

მეორე ტაიმში ლამაზი თამაშის სურათი არ შეიცვალა და დი მარიას შესანიშნავ გარღვევას შედეგი არ მოჰყვა. საპასუხო იერიშისას მიულერმა ვერ გამოიყენა ნავასის კარის აღების შესაძლებლობა. სანემაც, 0:1 და სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესით, შემდეგ ეტაპზე პსჟ გავიდა და ნახევარფინალში "მანჩესტერ სიტისა" და "დორტმუნდს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

„ჩელსიმ“ წააგო, მაგრამ მოიგო

პირველ შეხვედრაში ორბურთიანი უპირატესობის მოპოვების შემდეგ ტუხელმა შეგირდებს მეორე ნომრად, კონტრშეტევებზე თამაში დაავალა, რამაც გაამართლა კიდეც. ლონდონელები თამაშს აკონტროლებდნენ და მეტოქე, ფაქტობრივად, მომენტებს ვერ ქმნიდა. კომპენსირებულ დროში ტარემიმ საოცარი გოლით მაინც დაამწუხრა „არისტოკრატები“, თუმცა საბოლოოდ დამწუხრებული „პორტუ“ დარჩა.

"ჩელსი" 2014 წლის შემდეგ პირველად გავიდა 1/2-ფინალში, სადაც "რეალისა" და "ლივერპულის" წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

"ჩელსიმ" მერვედ უწია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს, რაც პრემიერლიგის გუნდების რეკორდია.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“
პსჟ - ბაიერნი 0:1
გოლი: ჩუპო-მოტინგი (41)

სევილია. „სანჩეს პისხუანი“

ჩელსი - პორტუ 0:1
გოლი: ტარემი (90+3)

მკითხველის კომენტარები / 15 /
ვნახოთ სიტისთან რას იზავენ თუ სიტი გავიდა რეალთან ფინალში შანსი არ ექნება. ფინალია ერთი თამაშია და აქ გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს... პსჯ თუ გავიდა კაი სანახობრივი თამაში უნდა შედგეს გილებით დახუნძლული.... კაზე კროოსი მოდრიჩი მართლაც 21 საუკუნის საუკეთესო ტრიოა!!!!!
რომა
14 აპრილი 2021 12:29
7
ლევანდოვსკის არ ყოფნაში(მას გნაბრიც დაემატა),ბავარიას აღარ დარჩა ისეთი ფეხბურთელი,რომელიც ინსტიქტურად,მხოლოდ კარზეა დამიზნებული.გადამწყვეტ ბოლო წუთებში,ყველა შემტევი,ბურთს კარში კი არ ურტამდა,არამედ უკან აგდებდა ვიღაცისათვის დასარტყმელად.ეს დამრტყმელი კი,აღარ იყო.ალბათ ჩუპო მოტინგი არ უნდა შეეცვალა,თუმცა,ვფიქრობ. ესეც იძულებითი იყო.პსჟ-ს ყურება,ერთი სიამოვნებაა,მაგრამ ამდენი შანსის განიავებით,ფინალს,ვერავისთან ვერ მოიგებენ.თუმცა წარმატებებს ვუსურვებ.
სოსო
14 აპრილი 2021 11:03
1
"ბაიერნის" ზედ მიყოლებით ზედმეტი ხომ არ მოგდის პატივცეულო ჟურნალისტო? პსვ თუ ფინალში გაიდა და გავა ალბათ, მაინც წააგებს. კომენტარები ფინალის მერე
გიო
14 აპრილი 2021 09:24
14
აუ რა გოლი გაიტანა პორტუმ! ასეთი სამქულიანად უნდა ითვლებოდეს
zzz
14 აპრილი 2021 06:56
0
რა ქნა ახლა ამან ისეთი კვარა რომ ვერ აკეთებს
Las
14 აპრილი 2021 06:14
4
რაო? არ არიო ადვილიო ორჯერ ზედიზედო?))))
მეგრელი
14 აპრილი 2021 01:40
0
ფეხბურთმა გაიმარჯვა. მესმის არ დამეთანხმებიან გერმანელთა გულშემატკივრები, მაგრამ ალალად რომელი ფეხბურთის ყურება გირჩევნიათ მუდმივი დომინირების და წნეხის თუ დრობლინგების და ფინტების უმაღლეს სისწრაფეებზე. ნეიმარმა, მბაპემ და დი მარიამ ლამაზი სპექტაკლი დადგეს და კინაღამ გამოვარდნენ...ალალად ჯობდნენ რეკორდმაისტერს. დანაკლისი ორივეს ჰქონდა და ამაზე ლაპარაკი ზედმეტია.
emigranti
14 აპრილი 2021 01:34
7
ნეიმარ ვინც შენ ფეხბურთელი დაგარქვა და ვინც შენში 222 მილიონი გადაიხადა, წადი რაზვალი გაისწორე შენი ქალიშვილი და შენი ცირკაჩი.... თფუიიიიიიიიიიი
912
14 აპრილი 2021 01:19
19
აბსოლუტურად გეთანხმებით. ამაზე ცანცარა ფეხბურთელი არ მინახია.
912-ს
14 აპრილი 2021 20:24
2
არა მეგობარო პირიქით მოვიგე... უბრალოდ ფეხბურთს კაცები თამაშობენ და არა ნეიმარის მსგაცსი ბალერინები
912
14 აპრილი 2021 16:27
1
ყველა გამოხმაურება
ლოგიკური დასასრული - გავიდა ის, ვისაც ეკუთვნოდა და ვინც მეტი გაიტანა.ბაიერნი ასეა, მეორე სეზონს სულ აგდებს და ჯავრს იყრის უნტერხახინგზე და ტრირზე, სინს შემართავს და ბედნიერია
: )))))))
14 აპრილი 2021 01:19
7
და თან ვერატი არ იყო. მარკინიოსი. ფლორენცი.სარაბია.იკარდი. ძირითადის ფეხბურთელები. ბაიერნის ფანები მარტო ლევანდოვსკიზე რომ ამბობენ.
12345
14 აპრილი 2021 01:18
3
შეტევა არ უვარგოდა ბაიერნს, მომენტებს ვერ იყენებდა და პსჟ ხომ არ გაუშვებდა? პირიქით, პსჟმ საკმარისზე მეტი გააფუჭა, ასე, რომ თუ ვინმე აკლდათ, ეგ არავისი ბრალი არ არის. მწვრთნელმა აჯობა - ვინც ჰყავდა, ისინი გამოიყენა მშვენივრად, გასვლაზე მოიგო და მშვიდად გავიდა ნსხევარფინალში
: )))))))
14 აპრილი 2021 01:47
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული