ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. პსჟ-მა "ბარსელონას" "ბაიერნიც" ზედ მიაყოლა [VIDEO]

AutoSharing Option
14 აპრილს ჩემპიონთა ლიგის 2 განმეორებითი მეოთხედფინალი გაიმართა და პირველი ნახევარფინალისტებიც გაირკვა.

ეს მატჩი ფინალს დაამშვენებდა

მიუნხენში 2:3 წაგების შემდეგ „ბაიერნი“ მძიმე ამოცანის წინაშე იდგა, მით უმეტეს, ლევანდოვსკი კვლავ ვერ დაეხმარა, თუმცა პირველ ტაიმში უფრო სახიფათო მომენტები მასპინძლებმა შექმნეს და ნოიერმა ნეიმარს სამჯერ არ დაანება გატანა. შემდეგ ბრაზილიელმა ლამაზი ცრუმოძრაობით კომანი ჩამოიცილა და ბურთი ხარიხას გაარტყა. მერე ის გოლკიპერთან პირისპირ გავიდა და მიუნხენელები ძელმა იხსნა.

ამდენი შანსის გამოუყენებლობის გამო „პარი სენ ჟერმენი“ დაისაჯა და მალე ჩუპო-მოტინგმა სტუმრები დააწინაურა. მან ტურნირზე
უკანასკნელ 5 მატჩში 4-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და ეს მაშინ, როდესაც ბუნდესლიგაზე ამ სეზონში მის ანგარიშზე 18 მატჩში მხოლოდ 1 გოლია. ტაიმის დასასრულს კი „რეკორდმაისტერმა“ ანგარიშის გაზრდის ორი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან.

მეორე ტაიმში ლამაზი თამაშის სურათი არ შეიცვალა და დი მარიას შესანიშნავ გარღვევას შედეგი არ მოჰყვა. საპასუხო იერიშისას მიულერმა ვერ გამოიყენა ნავასის კარის აღების შესაძლებლობა. სანემაც, 0:1 და სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესით, შემდეგ ეტაპზე პსჟ გავიდა და ნახევარფინალში "მანჩესტერ სიტისა" და "დორტმუნდს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

„ჩელსიმ“ წააგო, მაგრამ მოიგო

პირველ შეხვედრაში ორბურთიანი უპირატესობის მოპოვების შემდეგ ტუხელმა შეგირდებს მეორე ნომრად, კონტრშეტევებზე თამაში დაავალა, რამაც გაამართლა კიდეც. ლონდონელები თამაშს აკონტროლებდნენ და მეტოქე, ფაქტობრივად, მომენტებს ვერ ქმნიდა. კომპენსირებულ დროში ტარემიმ საოცარი გოლით მაინც დაამწუხრა „არისტოკრატები“, თუმცა საბოლოოდ დამწუხრებული „პორტუ“ დარჩა.

"ჩელსი" 2014 წლის შემდეგ პირველად გავიდა 1/2-ფინალში, სადაც "რეალისა" და "ლივერპულის" წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

"ჩელსიმ" მერვედ უწია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს, რაც პრემიერლიგის გუნდების რეკორდია.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“
პსჟ - ბაიერნი 0:1
გოლი: ჩუპო-მოტინგი (41)

სევილია. „სანჩეს პისხუანი“

ჩელსი - პორტუ 0:1
გოლი: ტარემი (90+3)

მკითხველის კომენტარები / 15 /
ფეხბურთმა გაიმარჯვა. მესმის არ დამეთანხმებიან გერმანელთა გულშემატკივრები, მაგრამ ალალად რომელი ფეხბურთის ყურება გირჩევნიათ მუდმივი დომინირების და წნეხის თუ დრობლინგების და ფინტების უმაღლეს სისწრაფეებზე. ნეიმარმა, მბაპემ და დი მარიამ ლამაზი სპექტაკლი დადგეს და კინაღამ გამოვარდნენ...ალალად ჯობდნენ რეკორდმაისტერს. დანაკლისი ორივეს ჰქონდა და ამაზე ლაპარაკი ზედმეტია.
emigranti
01:34 14-04-2021
7
ლოგიკური დასასრული - გავიდა ის, ვისაც ეკუთვნოდა და ვინც მეტი გაიტანა.ბაიერნი ასეა, მეორე სეზონს სულ აგდებს და ჯავრს იყრის უნტერხახინგზე და ტრირზე, სინს შემართავს და ბედნიერია
: )))))))
01:19 14-04-2021
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული