ყოფილი მსაჯი ოლივერ ანდუხარი თვლის, რომ "ჩელსისთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "რეალის" თავდამსხმელ ბენზემას გატანილი გოლი არ უნდა ჩათვლილიყო.
29-ე წუთზე მარსელომ საჯარიმოდან ბურთი კაზემიროს ჩააწოდა, რომელმაც თავით ბურთი მილიტაოს გადაუგდო, შემდეგ კი ბენზემამ ანგარიში გაათანაბრა. არბიტრმა დანი მაკელიმ გოლი ჩათვალა.
"გოლის ჩათვლა არ შეიძლებოდა. ვიდრე მილიტაო ბურთს ბენზემას მიაწვდიდა, კაზემირომ ასპილიკუეტასთან თამაშის წესი დაარღვია", - განუცხადა ანდუხარმა "მარკას".
"გოლის ჩათვლა არ შეიძლებოდა. ვიდრე მილიტაო ბურთს ბენზემას მიაწვდიდა, კაზემირომ ასპილიკუეტასთან თამაშის წესი დაარღვია", - განუცხადა ანდუხარმა "მარკას".