აზარი "ჩელსისთან" წაგების შემდეგ სიცილისგან კინაღამ ჩაბჟირდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში "ჩელსისთან" 0:2 წაგების შემდეგ "რეალის" ნახევარმცველი ედენ აზარი იმის ნაცვლად, რომ დამწუხრებული ყოფილიყო, მშვენიერ ხასიათზე გახლდათ.

ის ყოფილ თანაგუნდელებთან, კურტ ზუმასთან და ედუარ მენდისთან მივიდა, გადაეხვია, გამარჯვება მიულოცა, ეხუმრებოდა და გულიანად იცინოდა. ამის შემდეგ ბელგიელმა სერიოზული სახე მიიღო და "რეალის" გასახდელში შევიდა, სოციალურ ქსელებში კი გულშემატკივრები სამართლიან აღშფოთებას გამოხატავენ.

აზარი "რეალმა" "ჩელსისგან" დაახლოებით 100 მილიონ ევროდ შეიძინა, ორი სეზონის განმავლობაში გულშემატკივართა იმედები აშკარად ვერ გაამართლა და დღევანდელი შეხვედრაც ძალიან უხეიროდ ჩაატარა.


მკითხველის კომენტარები / 8 /
რეალმა რონალდო არ დააფასა,რომელიც ნებისმიერ თამასში ოფლს ღვრიდა და მცდელობას არ აკლებდა...გადაცვალეს აზარში და კარგად იყვნენ ეხლა....

რონალდოს არ დაფასება იყო უზარმაზარი შეცდომა რეალის მხრიდან
angel
10:50 06-05-2021
7
ფეხბურთი გახდა შოუ ფულისთვის, აღარ აქვს ფასი მოგებას და წაგებას (სუპერლიგა კიდე უფრო აპირებდა ამის დაჩქარებას), NBA-ს ვინც უყურებს მიხვდება რას ნიშნავს ეს. მთავარია ფულს იღებს კაცი, რეალთან საერთოდ არანაირი ემოციური კავშირი არ აქვს და დიდი ამბავი თუ წააგო, ცოტათი ნაკლებ ბონუსს აიღებს.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული