ჩემპიონთა ლიგა. I ტური: პსჟ-მა "ბრიუგესთან" 2 ქულა და მბაპე დაკარგა - "რეალმა" "ინტერს" გამარჯვება გამოსტაცა [VIDEO]

AutoSharing Option
15 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კიდევ 6 მატჩი გაიმართა.

A ჯგუფში „ბრიუგე“ და პსჟ დაზავდნენ. პარიზულ გუნდში შეუცვლელად ითამაშა მესიმ, რომელმაც ტურნირზე 150-ე მატჩი ჩაატარა და 72-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. 52-ე წუთზე „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელმა მბაპემ ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.

„მანჩესტერ სიტიმ“ სახლში „ლაიპციგი“ 6:3 დაამარცხა. სტუმართაგან ჰეთ-თრიკი ნახევარმცველმა ნკუნკუმ შეასრულა. "სიტიმ" გვარდიოლას ხელმძღვანელობით ყველა ტურნირზე მე-300 მატჩი ჩაატარა.

B ჯგუფში „ატლეტიკომ“ და „პორტუმ“ ქულები გაიყვეს - 0:0.

„ლივერპულმა“ საკუთარ
მოედანზე დაძაბულ ბრძოლაში „მილანს“ 3:2 მოუგო. სალაჰმა პენალტი ვერ გამოიყენა - აქამდე კლუბში 18 თერთმეტმეტრიანიდან 17 ზუსტად ჰქონდა შესრულებული. "როსონერიმ" ჩემპიონთა ლიგაზე 2 745 დღის შემდეგ პირველად ითამაშა.

C ჯგუფში „აიაქსმა“ გასვლაზე „სპორტინგი“ 5:1 გაანადგურა. პოკერი 27 წლის თავდამსხმელმა ალერმა შეასრულა. ის იანვარში "ვესტ ჰემისგან" 22.5 მილიონ ევროდ შეიძინეს. აქამდე ტურნირზე სადებიუტო შეხვედრაში ეს მხოლოდ ვან ბასტენმა მოახერხა - 1992 წელს „მილანის“ შემადგენლობაში.

D ჯგუფში „რეალმა“ როდრიგოს მიერ 89-ე წუთზე გატანილი გოლით სტუმრად „ინტერს“ სძლია. საგოლე პასი კამავინგამ გააკეთა.

A ჯგუფი

ბრიუგე. „სანდრო შერერი“
ბრიუგე - პსჟ 1:1
გოლები: 0:1 ერერა (15), 1:1 ვანაკენი (27)

მანჩესტერი. „ეტიჰადი“
მანჩესტერ სიტი - ლაიპციგი 6:3
გოლები: 1:0 აკე (16), 2:0 მუკიელე (28, საკ. კარში), 2:1 ნკუნკუ (42), 3:1 მარეზი (45+2, პენ), 3:2 ნკუნკუ (51), 4:2 გრილიში (56), 4:3 ნკუნკუ (73), 5:3 კანცელო (75), 6:3 გაბრიელ ჟეზუში (85)
გაძევება: ანხელინო (79, ლაიპციგი)

B ჯგუფი

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო“
ატლეტიკო - პორტუ 0:0
გაძევება: მბემბა (90+5, პორტუ)

ლივერპული. „ენფილდი“
ლივერპული - მილანი 3:2
გოლები: 1:0 ტომორი (9 საკ. კარში), 1:1 რებიჩი (42), 1:2 ბრაიმ დიასი (44), 2:2 სალაჰი (48), 3:2 ჰენდერსონი (69)
გამოუყენებელი პენალტი: სალაჰი (14, ლივერპული)

C ჯგუფი

ლისაბონი. „ხოსე ალვალადე“
სპორტინგი - აიაქსი 1:5
გოლები: 0:1 ალერი (2), 0:2 ალერი (9), 1:2 პაულინიო (33), 1:3 ბერგჰუისი (39), 1:4 ალერი (51), 1:5 ალერი (63)

D ჯგუფი

მილანი. „სან სირო“
ინტერი - რეალი 0:1
გოლი: 0:1 როდრიგო (89)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული