A ჯგუფში პსჟ-მა "მანჩესტერ სიტი" 2:0 დაამარცხა. მასპინძლები დებიუტში გუიემ დააწინაურა, რის შემდეგაც სტუმრები ინიციატივას დაეუფლნენ, რამდენიმე მომენტი ჰქონდათ, რომელთაგან ყველაზე რეალური 27-ე წუთზე იყო, როდესაც სტერლინგმა თავით ბურთი ხარიხას გაარტყა, დამატებაზე კი ბერნარდუ სილვამ, რომელსაც ხელს არავინ უშლიდა, ერთი მეტრიდან მიზანს ვერ უწია. სამაგიეროდ 74-ე წუთზე მესიმ გაიტანა პარიზულ გუნდში სადებიუტო გოლი - თან რა გოლი! მან ტურნირზე ზედიზედ 17 სეზონში გაიტანა (ასეთი შედეგი ბენზემამაც დააფიქსირა).
"ბრიუგემ" „ლაიპციგს“ გასვლაზე თამაში შემოუტრიალა და 2:1 სძლია.
B ჯგუფში "ატლეტიკომ" გასვლაზე კაცნაკლული "მილანი" 2:1 დაამარცხა. „როსონერი“ მე-20 წუთზე ლეაომ წინ გაიყვანა, მერე მსაჯმა იტალიური გუნდის ნახევარმცველი კესიე გააძევა. 84-ე წუთზე ანგარიში შეცვლაზე შესულმა გრიზმანმა გაათანაბრა, რომელმაც „ატლეტიკოში“ დაბრუნების შემდეგ პირველად გაიტანა; ხოლო 90+7-ე წუთზე სუარესმა პენალტით გამარჯვება მადრიდულ გუნდს მოუპოვა.
"ლივერპულმა" სტუმრად „პორტუ“ 5:1 გაანადგურა. კლოპის გუნდმა 3+ გოლი მიჯრით 6 მატჩში გაიტანა.
C ჯგუფში "დორტმუნდმა" საკუთარ მოედანზე "სპორტინგი" 1:0 დაამარცხა.
D ჯგუფში "შერიფმა" "რეალი" 2:1 დაამარცხა. ტირასპოლური გუნდის მწვრთნელმა ვერნიდუბმა მატჩის წინ განაცხადა, რომ მრისხანე მეტოქის არ ეშინოდათ და 25-ე წუთზე უზბეკმა იახშიბოევმა დააწინაურა „შერიფი“. 65-ე წუთზე მოწინააღმდეგის საჯარიმოში ვინისიუსი წაიქცა. მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც ბენზემამ გამოიყენა. 89-ე წუთზე კი დნესტრისპირელთა ლუქსემბურგელმა ლეგიონერმა ტილმა გამარჯვების გოლი გაიტანა და "შერიფი" 6 ქულით ჯგუფის ლიდერია.
A ჯგუფი
პარიზი. „პარკ დე პრენსი“
პსჟ - მანჩესტერ სიტი 2:0
გოლები: 1:0 გუიე (8), 2:0 მესი (74)
ლაიპციგი. „რედ ბული“
ლაიპციგი - ბრიუგე 1:2
გოლები: 1:0 ნკუნკუ (5), 1:1 ვანაკენი (22), 1:2 რიტსი (41)
B ჯგუფი
მილანი. „სან სირო“
მილანი - ატლეტიკო 1:2
გოლები: 1:0 ლეაო (20), 1:1 გრიზმანი (84), 1:2 სუარესი (90+7, პენ)
გაძევება (კესიე 29, მილანი)
პორტუ. „დრაგაო“
პორტუ - ლივერპული 1:5
გოლები: 0:1 სალაჰი (18), 0:2 მანე (45), 0:3 სალაჰი (60), 1:3 ტარემი (75), 1:4 ფირმინო (77) , 1:5 ფირმინო (85)
C ჯგუფი
დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“
დორტმუნდი - სპორტინგი 1:0
გოლი: მალენი (37)
D ჯგუფი
მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“
რეალი - შერიფი 1:2
გოლები: 0:1 იახშიბოევი (25), 1:1 ბენზემა (65, პენ), 1:2 ტილი (89)