ჩემპიონთა ლიგა. II ტური: მესიმ პსჟ-ში პირველად გაიტანა - "შერიფმა" მადრიდში "რეალი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის კიდევ ექვსი მატჩი ჩატარდა.

A ჯგუფში პსჟ-მა "მანჩესტერ სიტი" 2:0 დაამარცხა. მასპინძლები დებიუტში გუიემ დააწინაურა, რის შემდეგაც სტუმრები ინიციატივას დაეუფლნენ, რამდენიმე მომენტი ჰქონდათ, რომელთაგან ყველაზე რეალური 27-ე წუთზე იყო, როდესაც სტერლინგმა თავით ბურთი ხარიხას გაარტყა, დამატებაზე კი ბერნარდუ სილვამ, რომელსაც ხელს არავინ უშლიდა, ერთი მეტრიდან მიზანს ვერ უწია. სამაგიეროდ 74-ე წუთზე მესიმ გაიტანა პარიზულ გუნდში სადებიუტო გოლი - თან რა გოლი! მან ტურნირზე ზედიზედ 17 სეზონში გაიტანა (ასეთი შედეგი ბენზემამაც დააფიქსირა).

"ბრიუგემ"
„ლაიპციგს“ გასვლაზე თამაში შემოუტრიალა და 2:1 სძლია.

B ჯგუფში "ატლეტიკომ" გასვლაზე კაცნაკლული "მილანი" 2:1 დაამარცხა. „როსონერი“ მე-20 წუთზე ლეაომ წინ გაიყვანა, მერე მსაჯმა იტალიური გუნდის ნახევარმცველი კესიე გააძევა. 84-ე წუთზე ანგარიში შეცვლაზე შესულმა გრიზმანმა გაათანაბრა, რომელმაც „ატლეტიკოში“ დაბრუნების შემდეგ პირველად გაიტანა; ხოლო 90+7-ე წუთზე სუარესმა პენალტით გამარჯვება მადრიდულ გუნდს მოუპოვა.

"ლივერპულმა" სტუმრად „პორტუ“ 5:1 გაანადგურა. კლოპის გუნდმა 3+ გოლი მიჯრით 6 მატჩში გაიტანა.

C ჯგუფში "დორტმუნდმა" საკუთარ მოედანზე "სპორტინგი" 1:0 დაამარცხა.

D ჯგუფში "შერიფმა" "რეალი" 2:1 დაამარცხა. ტირასპოლური გუნდის მწვრთნელმა ვერნიდუბმა მატჩის წინ განაცხადა, რომ მრისხანე მეტოქის არ ეშინოდათ და 25-ე წუთზე უზბეკმა იახშიბოევმა დააწინაურა „შერიფი“. 65-ე წუთზე მოწინააღმდეგის საჯარიმოში ვინისიუსი წაიქცა. მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც ბენზემამ გამოიყენა. 89-ე წუთზე კი დნესტრისპირელთა ლუქსემბურგელმა ლეგიონერმა ტილმა გამარჯვების გოლი გაიტანა და "შერიფი" 6 ქულით ჯგუფის ლიდერია.

A ჯგუფი

პარიზი. „პარკ დე პრენსი“
პსჟ - მანჩესტერ სიტი 2:0
გოლები: 1:0 გუიე (8), 2:0 მესი (74)

ლაიპციგი. „რედ ბული“
ლაიპციგი - ბრიუგე 1:2
გოლები: 1:0 ნკუნკუ (5), 1:1 ვანაკენი (22), 1:2 რიტსი (41)

B ჯგუფი

მილანი. „სან სირო“
მილანი - ატლეტიკო 1:2
გოლები: 1:0 ლეაო (20), 1:1 გრიზმანი (84), 1:2 სუარესი (90+7, პენ)
გაძევება (კესიე 29, მილანი)

პორტუ. „დრაგაო“
პორტუ - ლივერპული 1:5
გოლები: 0:1 სალაჰი (18), 0:2 მანე (45), 0:3 სალაჰი (60), 1:3 ტარემი (75), 1:4 ფირმინო (77) , 1:5 ფირმინო (85)

C ჯგუფი

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“
დორტმუნდი - სპორტინგი 1:0
გოლი: მალენი (37)

D ჯგუფი

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“
რეალი - შერიფი 1:2
გოლები: 0:1 იახშიბოევი (25), 1:1 ბენზემა (65, პენ), 1:2 ტილი (89)

მკითხველის კომენტარები / 17 /
რას ლაპარაკობთ კაცო ფიფიას ჰკითხეთ, შეუძლებელია 17 წლის ბავშვის შენარჩუნება განსაკუთრებით მაშინ ბრაგას დუბლებში თამაშის პერსპეკტივა რომ უჩნდება აღარაფერს ვამბობ ურალის ძირითად გუნდზე, ლეგიონერებს რაც შეეხება აქ ვინ ჩამოვა, თქვენ თბილისი მსოფლიო კულტურის ცენტრი ტირასპოლი არ გეგონოთ, ყველა თავპირის მტვრევით რომ მირბის ოღონდ ულამაზეს ტირასპოლში იცხოვროს.
ნიკო
02:30 29-09-2021
0
შერიფის ნაცვლად დინამო რო იყოს,უბრალოდ წარმოიდგინეთ რა ამბები იქნებოდა აქ;)
წავედი დავიძინე,იქნებ სიზმარში მაინც ამიხდეს ოცნებები...
Caruzo9
02:00 29-09-2021
0

სიახლეები პოპულარული