[PREVIEW] მესი და პსჟ "ლაიპციგს" მასპინძლობენ, "ლივერპული" "ატლეტიკოს" ესტუმრება

AutoSharing Option
დღეს, 19 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრები გაიმართება.

"ბრიუგე" - "მანჩესტერ სიტი"

A ჯგუფში "ბრიუგე" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლებს.

ბელგიელები 4 ქულით მე-2 ადგილს იკავებენ, "ქალაქელები" კი 3 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფებიან.

მასპინძლები მოედანზე ოპტიმალური შემადგენლობით წარდგებიან. მანჩესტერელებს ფერან ტორესი არ ეყოლებათ.

ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის ეგიდით პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

მატჩი თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.

"პარი სენ ჟერმენი" - "ლაიპციგი"
იმავე A ჯგუფში პსჟ "ლაიპციგს" მასპინძლობს.
პარიზელები 4 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფებიან, გერმანელებს კი 0 ქულა აქვთ და ბოლო, მე-4 ადგილს იკავებენ.
დღევანდელ
შეხვედრაში მასპინძლებს კეილორ ნავასი და სერხიო რამოსი არ ეყოლებათ. დაიწერა, რომ გუნდს ნეიმარიც არ გამოაკლდება.
რაც შეეხება "ლაიპციგს", მათ ბრაიან ბრობეის, დანი ოლმოსა და მარსელო სარაჩის გარეშე მოუწევთ თამაში.
ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგაზე ერთმანეთს 3-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც ორი შეხვედრა ფრანგებმა მოიგეს, ერთი კი - გერმანელებმა.
მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
მადრიდის "ატლეტიკო" - "ლივერპული"
B ჯგუფის ლიდერები, "ატლეტიკო" და "ლივერპული", ერთმანეთს "ვანდა მეტროპოლიტანოს" მოედანზე დაუპირისპირდებიან.
2 ტურის თავზე ინგლისელებს 6 ქულა აქვთ და 1-ელ ადგილს იკავებენ. "როხიბლანკო" 4 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება.
დღევანდელ შეხვედრაში ესპანელებს ხოსე მარია ხიმენესი, მარკოს ლორენტე, მატეუ კუნია და სტეფან სავიჩი არ ეყოლებათ. მერსისაიდელებს ტიაგო ალკანტარასა და ჰარვი ელიოტის გარეშე მოუწევთ თამაში.
ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ერთმანეთს 2-ჯერ დაუპირისპირდნენ და ორივე მატჩი მადრიდელებმა მოიგეს.
დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
"პორტუ" - "მილანი"
იმავე B ჯგუფში "პორტუ" "მილანს" მასპინძლობს.

პორტუგალიელებს 1 ქულა აქვთ და მე-3 ადგილზე იმყოფებიან, "როსონერი" კი 0 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.

დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლებს კანსელ მბემბა გამოაკლდებათ. "შავ-წითლების" დანაკლისი დიდია, მილანელებს ანტე რებიჩი, ანტონიო მირანტე, ტეო ერნანდესი, ალესანდრო ფლორენცი, ჯუნიორ მესია და ტიმო ბაკაიოკო არ ეყოლებათ.

ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ეს გუნდები ერთმანეთს 8-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც ორი შეხვედრა "პორტუმ" მოიგო, 3 მატჩი ფრედ დასრულდა, 3-შიც იტალიელებმა გაიმარჯვეს.

შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

"ბეშიქთაში" - "სპორტინგი"

C ჯგუფში "ბეშიქთაში" "სპორტინგს" მასპინძლობს.
ორივე გუნდს 0 ქულა აქვს და მე-3-მე-4 ადგილებს ინაწილებენ.
დღევანდელ შეხვედრაში თურქებს მეჰმე ტოპალი, ჯორჯ-კევინ ნკადუ, ჰასიჩი, გიუვენ იალცინი და მირალემ პიანიჩი არ ეყოლებათ. პორტუგალიელებს პედრო გონსალვესის გარეშე მოუწევთ თამაში.
ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ეს გუნდები ერთმანეთს ჯერ არ შეხვედრიან.
მატჩი თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.
"აიქსი" - "დორტმუნდი"
იმავე C ჯგუფში "აიაქსი" "დორტმუნდს" უმასპინძლებს.
ორივე გუნდს 6-6 ქულა აქვს და 1-ელ-მე-2 ადგილს იყოფენ.
დღევანდელ შეხვედრაში ამსტერდამელებს მარტინ სტეკელემბურგი და სინ კლაიბერი გამოაკლდებათ. გერმანელების დანაკლისი გაცილებით დიდია - რაფაელ გერეირო, მატეუ მორეი, იუსუფა მუკოკო და ჯოვანი რეინა.
ეს გუნდები ერთმანეთს 4-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც 2 შეხვედრა ნიდერლანდელებმა მოიგეს, 2-იც - ბორუსიელებმა.
მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

"ინტერი" - "შერიფი"
D ჯგუფში "ინტერი" "შერიფს" უმასპინძლებს.
2 ტურის შემდეგ სენსაციურად მოლდოვურ გუნდს 6 ქულა აქვს და 1-ელ ადგილზე იმყოფება. იტალიელები 1 ქულით მე-3 ადგილს იკავებენ.
დღევანდელ შეხვედრაში "ნერაძურის" გაბრიელ ბრაზაო, სტეფანო სენსი და კრისტიან ერიკსენი გამოაკლდება. "შერიფს" ლოვრო ბიჟაკის გარეშე მოუწევს თამაში.
ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ერთმანეთს პირველად ხვდებიან.
შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

დონეცკის "შახტარი" - მადრიდის "რეალი"
იმავე D ჯგუფში "შახტარი" "რეალს" მასპინძლობს.
"ბლანკოსი" 3 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება. უკრაინელებს 1 ქულა აქვთ და ბოლო, მე-4 ადგილს იკავებენ.
დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლებს დენტინიო, კონოპლიანკა, ლასინა ტრაორე და ჯუნიურ მორაესი გამოაკლდებათ. "სამეფო კლუბს" დანიელ კარვახალის, დანი სებალოსის, გარეთ ბეილის, ფერლან მენდისა და ისკოს გარეშე მოუწევს ასპარეზობა.
ეს გუნდები ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 2 შეხვედრა უკრაინელებმა მოიგეს, 2-იც - მადრიდელებმა.
დღევანდელი მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული