ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" ნამატჩევს (2:3) "ატლეტიკოს" მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ მეტოქე გუნდის თავკაცს, იურგენ კლოპს, ხელი არ ჩამოართვა და პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა.
"ეს რთული შეხვედრა იყო, მოწინააღმდეგემ კარგად ითამაშა. როგორც წესი, დიდი ანგარიშით იმარჯვებს. თამაში სასურველად ვერ დავიწყეთ, მაგრამ მეორე გაშვებული გოლის შემდეგ გამოვფხიზლდით. შესვენებამდე მესამე გოლის გატანაც შეგვეძლო, თუმცა "ლივერპული" მეკარემ გადაარჩინა.
რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილებმა კარგი რეაგირება მოვახდინეთ. გასულ ტურში "მილანის" ფეხბურთელი გააძევეს, ახლა კი - ჩვენი. ჩვენ გრიზმანის გაძევების საფუძველი ვერ დავინახეთ, მსაჯმა დაინახა.
რატომ არ ჩამოვართვი კლოპს ხელი?
მატჩის მერე ვიზავის ხელს არ ვართმევ. ამას უბრალოდ საჭიროდ არ ვთვლი, არ მომწონს. ვიღაც თამაშით ყოველთვის უკმაყოფილო რჩება.
რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილებმა კარგი რეაგირება მოვახდინეთ. გასულ ტურში "მილანის" ფეხბურთელი გააძევეს, ახლა კი - ჩვენი. ჩვენ გრიზმანის გაძევების საფუძველი ვერ დავინახეთ, მსაჯმა დაინახა.
რატომ არ ჩამოვართვი კლოპს ხელი?
იმათ იქ სხვა კულტურა აქვთ, მე ამ ტრადიციას მხარს არ ვუჭერ. მომავალში, როდესაც კლოპს შევხვდები, რა თქმა უნდა, მივესალმები", - განუცხადა სიმეონემ "მარკას".