ჩემპიონთა ლიგა. III ტური: პიკემ "ბარსელონას" პირველი გამარჯვება მოუპოვა - "ზალცბურგი" წინ მიიწევს

AutoSharing Option
20 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მეორე სათამაშო დღე ორი მატჩით დაიწყო.

E ჯგუფში „ბარსელონამ“, რომელიც აქამდე აუტსაიდერი იყო, საკუთარ მოედანზე პასიური კიევის „დინამო“ უღიმღამო შეხვედრაში 1:0 დაამარცხა, პირველი გოლი გაიტანა და პირველი ქულები მოიპოვა.

ანგარიში პირველ ტაიმში პიკემ გახსნა, რომელმაც მიმდინარე ტურნირზე „ბარსას“ პირველი გოლი გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში, მეკარე ბუშანის შეცდომის შემდეგ ფატიმ ეფექტურად სცადა გატანა, მაგრამ მიზანს ვერ უწია. კოუტინიომაც ვერ გამოიყენა კარგი შანსი და კატალონიურმა გუნდმა მინიმალური ანგარიშით იმარჯვა.

G ჯგუფში „ზალცბურგმა“ „ვოლფსბურგს“ 3:1
სძლია და 7 ქულით ლიდერია. დუბლი 21 წლის ნახევარმცველმა ოკაფორმა შეასრულა.

E ჯგუფი

ბარსელონა. „ნოუ კამპი“
ბარსელონა - დინამო (კ) 1:0
გოლი: პიკე (36)

G ჯგუფი

ზალცბურგი. „რედ ბული“
ზალცბურგი - ვოლფსბურგი 3:1
გოლები: 1:0 ადეიემი (3), 1:1 ნმეჩა (15), 2:1 ოკაფორი (65), 3:1 ოკაფორი (77)

მკითხველის კომენტარები / 1 /
მესის მერე რა საცოდავად გამოიყურებით.
barsas
12:45 21-10-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული