ჩემპიონთა ლიგა. III ტური: "იუვემ" რუსეთს იმპერიის იუბილე ჩაუმწარა - რონალდომ "ატალანტასთან" გამარჯვების გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დარჩენილი 6 მატჩი ჩატარდა.

E ჯგუფში „ბენფიკა“ სახლში კარგა ხანი გაუძალიანდა „ბაიერნს“, მაგრამ ბოლომდე ვერ გაუძლო და მორცხვად დანებდა. „რეკორდმაისტერი“ 9 ქულით ლიდერია, ლისაბონელთა მარცხმა კი „ბარსელონას“ წისქვილზე დაასხა წყალი.

F ჯგუფში „მანჩესტერმა“ „ატალანტას" თამაში შემოუტრიალა. ამ მატჩის წინ მასპინძელთა თავდამსხმელმა რონალდომ შემდეგი განაცხადა: „ჩვენი დრო დგება! ყველას უნდა ვაჩვენოთ, რისგან ვართ გაკეთებული. ეს იდეალური ტურნირია, რათა მთელ მსოფლიოს საკუთარი თავი ვაჩვენოთ. არანაირი თავის მართლება! წინ!“ უკვე 29-ე წუთზე ბერგამოელები 2:0 დაწინაურდნენ, ხოლო მეორე
ტაიმში იტალიელთა კარი რეშფორდმა, მაგუაირმა და რონალდომ დალაშქრეს და „იუნაიტედმა“ გაიმარჯვა.

„ვილიარელმა“ გასვლაზე „იანგ ბოიზს“ სძლია.

G ჯგუფში „ლილი“ და „სევილია“ უგოლოდ გაიყარნენ.

H ჯგუფში „ჩელსიმ“ „მალმიო“ გაანადგურა. ლონდონურმა გუნდმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგო, მაგრამ ტრავმების გამო ლუკაკუ და ვერნერი შეცვალეს. თუმცა „ჩელსიმ“ მეტოქის რბევა გააგრძელა და 4:0 მოიგო.

„იუვენტუსმა“ სანქტ-პეტერბურგში „ზენიტი“ ბოლოს გატეხა. შეხვედრის დაწყებამდე სტადიონზე პეტრე I-ის უზარმაზარი სურათი გამოფინეს ინგლისურენოვანი წარწერით: „რუსეთის იმპერია“, რაც რუსეთის იმპერიის დაარსების 300 წლისთავს მიუძღვნეს. თუმცა „ბებერმა ქალბატონმა“ იუბილე ჩაუმწარა.

E ჯგუფი

ლისაბონი. „დუ სპორტ ლისბოა“

ბენფიკა - ბაიერნი 0:4
გოლები: 0:1 სანე (70), 0:2 ევერტონი (80, საკ. კარში), 0:3 ლევანდოვსკი (82), 0:4 სანე (84)

F ჯგუფი

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი“
მანჩესტერი - ატალანტა 3:2
გოლები: 0:1 პაშალიჩი (15), 0:2 დემირალი (29), 1:2 რეშფორდი (53), 2:2 მაგუაირი (75), 3:2 რონალდო (81)

ბერნი. „ვანკდორფი“

იანგ ბოიზი - ვილიარეალი 1:4
გოლები: 0:1 პინო (6), 0:2 მორენო (16), 1:2 ელია (77), 1:3 მორენო (88), 1:4 ჩუკვუეზე (90+2)

G ჯგუფი


ლილი. „პიერ მორუა“
ლილი - სევილია 0:0

H ჯგუფი

ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი“

ჩელსი - მალმიო 4:0
გოლები: 1:0 კრისტენსენი (9), 2:0 ჟორჟინიო (21, პენ), 3:0 ჰავერცი (48), 4:0 ჟორჟინიო (57, პენ)

სანქტ-პეტერბურგი. „სანქტ-პეტერბურგი“
ზენიტი - იუვენტუსი 0:1
გოლი: კულუსევსკი (86)

. თავდამსხმელმა რონალდომ „მანჩესტერში“ მე-300, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 187-ე მატჩი ჩაატარა, კასილიასის რეკორდი დაამხო და რეკორდსმენი გახდა. მან ტურნირის სამივე მატჩში გაიტანა, სულ კი მის ანგარიშზე ამ სეზონში 12 მატჩში 12 გოლია.
. „მანჩესტერმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-9 მატჩში გაუშვა გოლი.
. მცველმა კრისტენსენმა „ჩელსიში“ ჩატარებულ 137 შეხვედრაში პირველად გაიტანა.
. „მანჩესტერმა“ ტურნირზე ისტორიაში პირველად წააგო საშინაო მატჩის პირველი ტაიმი 2 გოლით.

მკითხველის კომენტარები / 3 /
დიდი მალდობა იმისთის რომ ისევ ქართულს დაუბრუნდით და "თამაში შემოუტრიალა" დაწერეთ, "ქამბექის" ნაცვლად!
გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას
₾ადო
11:01 21-10-2021
0
ესე იგიგ თუკი მტერმა სახელმწიფომ არ მოგვიმზადა მიმოხილვა, ისე ჩვენი დიდებული საიტის ქართული ენის გაშმაგებულ მტერ ჟურნალისტებს არაფრის თავი და უნარები არ აქვთ გარდა იმისა რომელი სულელი ფეხბურთელის ბოზი ცოლი მიეცა სხვა კალათბურთელს და ჭორის გადმოწერის ?
Jango
11:22 21-10-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული