ჩემპიონთა ლიგა. IV ტური: "ბაიერნი" და "იუვენტუსი" პლეი-ოფში, რონალდოს გმირობა და ფატის ჩინებული დაბრუნება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის პირველი სათამაშო დღის დარჩენილი ექვსი მატჩი გაიმართა.

E ჯგუფში „ბაიერნმა“ „ბენფიკა“ ისევ დაჯაბნა, ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა და შემდეგი ეტაპის საგზური ვადამდე მოიპოვა. ლევანდოვსკიმ კი ჰეთ-თრიქი შეასრულა და პენალტი ვერ გამოიყენა.

„ბარსელონამ“ უკრაინის დედაქალაქში „დინამოს“ 1:0 სძლია და მეორე პოზიციაზე დამკვიდრდა. გოლი ფატიმ გაიტანა, რომელმაც ტრავმა მოირჩინა და პირველად ითამაშა. აღსანიშნავია, რომ „ბარსას“ პირველ ტაიმში მოწინააღმდეგის კარში ბურთი არ დაურტყამს.

G ჯგუფი „ლილმა“ გასვლაზე მოუგო "სევილიას".

F ჯგუფში „მანჩესტერი“ ბერგამოში მარცხისგან დუბლით რონალდომ იხსნა.

„ვილიარეალმა“ ისევ სძლია „იანგ ბოიზს“ და ჯგუფს "იუნაიტედთან" ერთად ლიდერობს.

H ჯგუფში „იუვენტუსმა“ სახლში „ზენიტი“ 4:2 დაამარცხა, 12 ქულით ლიდერია და პლეი-ოფის საგზური გაინაღდა.

E ჯგუფი

მიუნხენი. „ალიანც არენა“
ბაიერნი - ბენფიკა 5:2
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (26), 2:0 გნაბრი (32), 2:1 მორატო (38), 3:1 სანე (49), 4:1 ლევანდოვსკი (61), 4:2 ნუნიესი (74), 5:2 ლევანდოვსკი (84)
გამოუყენებელი პენალტი: ლევანდოვსკი (45)

კიევი. „ოლიმპიისკი“
დინამო (კ) - ბარსელონა 0:1
გოლი: ფატი (70)

G ჯგუფი

სევილია. „სანჩეს პისხუანი“
სევილია - ლილი 1:2
გოლები: 1:0 ოკამპოსი (15), 1:1 დავიდი (43, პენ), 1:2 იკონე (51)

F ჯგუფი

ბერგამო. „აძური დ’იტალია“

ატალანტა - მანჩესტერი 2:2
გოლები: 1:0 ილიჩიჩი (12), 1:1 რონალდო (45+1), 2:1 საპატა (56), 2:2 რონალდო (90+1)

ვილიარეალი. „სერამიკა“

ვილიარეალი - იანგ ბოიზი 2:0
გოლები: 1:0 კაპუ (36), 2:0 გროენველდი (89)

H ჯგუფი

ტურინი. „ალიანც სტადიუმი“
იუვენტუსი - ზენიტი 4:2
გოლები: 1:0 დიბალა (11), 1:1 ბონუჩი (26, საკ. კარში), 2:1 დიბალა (58, პენ), 3:1 კიეზა (73), 4:1 მორატა (82), 4:2 აზმუნი (90+2)

. „ბაიერნის“ თავდამსხმელმა ლევანდოვსკიმ ჩემპიონთა ლიგაზე 100 მატჩში 81 გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე ამ სეზონში კლუბში 16 შეხვედრაში 22 გოლია.
. „მანჩესტერმა“ ტურნირზე ბოლო 15 მატჩიდან 14-ში გაუშვა გოლი.
. „მანჩესტერის“ ფორვარდმა რონალდომ 139-ე გოლი გაიტანა და ჩემპიონთა ლიგის რეკორდი განაახლა. კრიშტიანომ მიმდინარე სეზონში „იუნაიტედში“ 15 მატჩში 15-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
. „მანჩესტერის“ მცველმა ვარანმა პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო და შეცვალეს.
. „ლილმა“ ჩემპიონთა ლიგაზე 9 წლის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა.
. “სევილია“ ტურნირზე 2017 წლის შემდეგ საკუთარ მოედანზე პირველად დამარცხდა.
. კიევის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგაზე 390 წუთის მანძილზე ვერ ახერხებს გოლის გატანას.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული