[PREVIEW] შეძლებს "ბარსელონა" "ბაიერნის" დამარცხებას და ჯგუფიდან გასვლას?

AutoSharing Option
დღეს, 8 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურის დასკვნითი 8 შეხვედრა გაიმართება.

ნაადრევი მატჩები (21:45) H ჯგუფში შედგება.

"ზენიტი" - "ჩელსი"

ლონდონის "ჩელსი" "ზენიტს" ესტუმრება. რუსებს 4 ქულა აქვთ და ამ შეხვედრის შემდეგ ასპარეზობას ევროპის ლიგაზე განაგრძობენ. "არისტოკრატები" 12 ქულით ამ მომენტისთვის 1-ელ ადგილზეა, ჯგუფის ერთადერთი ინტრიგა კი ეს არის, თუ რომელი გუნდი გავა ლიდერის სტატუსით - "ჩელსი" თუ "იუვენტუსი" (მათაც 12 ქულა აქვთ).

დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლებს დმიტრი ჩისტიაკოვი გამოაკლდებათ.

გაცილებით დიდია ინგლისელების დანაკლისი, "ლურჯებს" მატეო კოვაჩიჩი, ნგოლო კანტე, ბენ ჩილველი
და ტრევო ჩალობა არ ეყოლებათ. კითხვის ნიშნის ქვეშაა მარკოს ალონსოს, კაი ჰავერცისა და ჟორჟინიოს თამაშიც.

შეგახსენებთ, ამ გუნდების 1-ლი დაპირისპირება ლონდონელების გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

"იუვენტუსი" - "მალმიო"
იმავე ჯგუფში "იუვენტუსი" "მალმიოს" მასპინძლობს.
როგორც მოგახსენეთ, "ბიანკონერის" 12 ქულა აქვს და მე-2 ადგილზე იმყოფება. თუ დღეს მოიგებენ და ინგლისელებს ფეხი დაუცდებათ, ამ შემთხვევაში "შავ-თეთრები" პლეი-ოფში ლიდერის სტატუსით გავა. რაც შეეხება "მალმიოს", შვედები 1 ქულით ბოლო, მე-4 პოზიციას იკავებენ.
დღევანდელ შეხვედრაში "ბებერ ქალბატონს" ფედერიკო კიეზა, დანილო და აარონ რემზი ვერ დაეხმარებიან. საეჭვოა უესტონ მამინისა და დე შილიოს ასპარეზობაც.
სკანდინავიელებს ოლა ტოივონენის, იონას კნუდსენის, ფელიქს ბეიმოსა და პატრიოტ სეჟდუს გარეშე მოუწევთ თამაში. დანაკლისს შესაძლოა ოსკარ ლევიცკიც დაემატოს.
შეგახსენებთ, ამ გუნდების 1-ლი დაპირისპირება იტალიელების გამარჯვებით, 3:0 დასრულდა.

მიუნხენის "ბაიერნი" - "ბარსელონა"

E ჯგუფში მიუნხენის "ბაიერნი" "ბარსელონას" მასპინძლობს. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ დღის ცენტრალური შეხვედრა გერმანიაში გაიმართება. რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, "რეკორდმაისტერი" 15 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფება და პირველი პოზიციაც განაღდებული აქვს; აი, "ბლაუგრანას" მდგომარეობა კი კატასტროფულია იმის გამო, რომ დიდია შანსი, "ბენფიკამ" კიევის "დინამო" დაამარცხოს. კატალონიელებს "ალიანს არენაზე" აუცილებელი გამარჯვება სჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასპარეზობას ევროპის ლიგაზე განაგრძობენ.

მასპინძლებს დღევანდელ შეხვედრაში იოზუა კიმიხი და მარსელ ზაბიცერი გამოაკლდებათ.

"ბარსა" სათამაშოდ პედრის, სერხი რობერტოს, მარტინ ბრაიტვეიტისა და ანსუ ფატის გარეშე გავა...

შეგახსენებთ, ამ გუნდების პირველი დაპირისპირება გერმანელების გამარჯვებით, 3:0 დასრულდა.

"ბენფიკა" - კიევის "დინამო"

იმავე ჯგუფში "ბენფიკა" კიევის "დინამოს" მასპინძლობს. როგორც უკვე მოგახსენეთ, პორტუგალიელებს 5 ტურის შემდეგ 5 ქულა აქვთ და მომდევნო ეტაპზე გასვლაც დიდწილად შეუძლიათ, უკრაინელები კი 1 ქულით ბოლო, მე-4 პოზიციაზე იმყოფებიან.

დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლებს ლუკას ვერისიმო, როდრიგო პინიო და ნემანია რადონჟიჩი გამოაკლდებათ.

რაც შეეხებათ სტუმრებს, კიეველები სათამაშოდ ტომას კეძიორასა და არტემ ბესედინის გარეშე გავლენ.

შეგახსენებთ, ამ გუნდების 1-ლი დაპირისპირება ფრედ, 0:0 დასრულდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "იანგ ბოიზი"

F ჯგუფში "მანჩესტერ იუნაიტედი" "იანგ ბოიზს" მასპინძლობს.

ინგლისელებს 5 ტურის თავზე 10 ქულა აქვთ. ჯგუფიდანაც 1-ლი ადგილით გავლენ.

შვეიცარიელები კი 4 ქულით ბოლო, მე-4 პოზიციაზე იმყოფებიან, თუმცა ევროპის ლიგაზე თამაშის შანსს მაინც ინარჩუნებენ.

დღევანდელ შეხვედრაში "წითელ ეშმაკებს" რაფაელ ვარანი და პოლ პოგბა არ ეყოლება. კითხვის ნიშნის ქვეშაა ლუკ შოუსა და ედინსონ კავანის თამაშიც.

"იანგ ბოიზი" მოედანზე ულისეს გარსიას, კრისტიან ფასნატის, ჯან-პიერე ნსამეს, ფაბიან რიედერისა და ესტებან პეტიგნატის გარეშე გამოვა.

შეგახსენებთ, ამ გუნდების პირველი დაპირისპირება 2:1 დასრულდა.

"ატალანტა" - "ვილიარეალი"

ამავე ჯგუფში მე-2 ადგილისთვის ერთმანეთს "ატალანტა" და "ვილიარეალი" დაუპირისპირდებიან.

ბერგამოელები 6 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფებიან, "წყალქვეშა ნავები" კი 7 ქულით - მეორეზე.

დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლებს რობინ გოსენსი და მატეო ლოვატო გამოაკლდებათ, ესპანელები კი სათამაშოდ იერემი პინოს გარეშე გამოვლენ.

შეგახსენებთ, ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ფრედ, 2:2 დასრულდა.

"ზალცბურგი" - "სევილია"

G ჯგუფში 4-ივე გუნდს პლეი-ოფში თამაშის შანსი აქვს.

"ზალცბურგი" "სევილიას" მასპინძლობს.

5 ტურის თავზე ავსტრიელები 7 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფებიან, ანდალუსიელებს კი 6 ქულა აქვთ და მე-3 პოზიციას იკავებენ.

მასპინძლებს დღევანდელ შეხვედრაში ბერნარდო, ზლატკო იუნუზოვიჩი, ბრაიან ოკო და მაქსიმილიან ვობერი გამოაკლდებათ. კითხვის ნიშნის ქვეშაა ნოა ოკაფორის თამაშიც.

ესპანელები სათამაშოდ იუსეფ ენ-ნესირის, ხესუს ნავასისა და ერიკ ლამელას გარეშე გამოვლენ. კითხვის ნიშნის ქვეშაა მარკოს აკუნიას თამაშიც.

შეგახსენებთ, ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა.

"ვოლფსბურგი" - "ლილი"

ამავე ჯგუფში "ვოლფსბურგი" "ლილს" უმასპინძლებს.

გერმანელები 5 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფებიან, თუმცა ჯგუფიდან გასვლის შანსი მაინც აქვთ, რადგან 1-ელადგილოსან "ლილს" 8 ქულა აქვს.

დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლებს ლუკას ნმეჩა გამოაკლდებათ. კითხვის ნიშნის ქვეშაა კოენ კასტეელსის თამაშიც.

ლიგა 1-ის მოქმედ ჩემპიონებს კი ჯონათან ბამბა, ხეკა და ტიმოტი ვეა არ ეყოლებათ.

შეგახსენებთ, ამ გუნდების 1-ლი დაპირისპირება ფრედ, 0:0 დასრულდა.


მკითხველის კომენტარები / 3 /
18 წლამდე ბავშვებს არ აყურებინოთ ეგ თამაში
მეგრელი
08 დეკემბერი 2021 22:54
0
სამ ბურთს აუცილებლად გაიტანს ბარსა
Master
08 დეკემბერი 2021 18:14
5
კი შეძლებს, ის გაყიდული თამაში მესიმ რომ 1-1 დაამთავრა ხომ უნდა დააბრუნონ?
sddd
08 დეკემბერი 2021 15:33
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული