მესიმ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში "პარი სენ ჟერმენი" მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება. მოგეხსენებათ, პირველადი კენჭისყრით ფრანგული გუნდის მეტოქე "მანჩესტერ იუნაიტედი" უნდა ყოფილიყო, თუმცა მცირედი შეცდომებისდა გამო წილისყრა თავიდან ჩატარდა და პსჟ-ის მეტოქედ "ბლანკოსი" დასახელდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით ლიონელ მესიმ ისაუბრა:

"პარი სენ ჟერმენის" მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. რა თქმა უნდა, ეს ყველა ჩვენგანის მიზანია. ფრანგული გუნდი რამდენიმე სეზონის წინ ამასთან ძალიან ახლოს იყო. ჩვენ ლიგის მოგებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ".

არგენტინელმა შემტევმა ასევე ისაუბრა, თუ როგორი იყო "ბარსელონადან" პსჟ-ში გადაბარგება:

"ეს ძალიან დიდი და რთული
ცვლილება იყო, მაგრამ ჩვენ ერთად თავს კარგად ვგრძნობთ, პარიზული გუნდი კი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა" - განაცხადა ლეომ Dubai Expo 2020-თან ინტერვიუში.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 13 /
იცით რა არ მესმის? მესი არ გიყვართ გასაგებია. არც არის სავალდებულო, მაგრამ ფეხბურთიც არ გიყვართ? როგორ შეიძლება ის დაუვიწყარი მომენტები არ აღგაფრთოვანებდეს რასაც მესი აკეთებდა წლების განმავლობაში. ის დაუვიწყარი პასები, გოლები, წამოწყებული შეტევები, კომბინაციები...
ჯაბა
10:18 16-12-2021
0
აბა ანტი მესისტებო გელოდებით! უთქვენოდ როგორ შეიძლება? სადაც მესიზე სტატიაა, იქ თქვენც ხომ უნდა იყოთ? თქვენ ხომ გასაკრიტიკებლად, მესის გარდა ვერავის ხედავთ?!!!!
8

სიახლეები პოპულარული