ჩამოართმევენ სანქტ-პეტერბურგს ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩატარების უფლებას?

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ფინალს 2022 წლის 28 მაისს შეიძლება სანქტ-პეტერბურგმა არ უმასპინძლოს.

Football London-ის მტკიცებით, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, უეფა ჩემპიონთა ლიგის ფინალს სხვა ქალაქში გამართავს.

უეფა საგანგებო შემთხვევისთვის მატჩის ჩატარების ადგილის შეცვლისთვის მზადაა. გასულ სეზონში კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო ფინალი ერთი თვით ადრე სტამბოლიდან პორტუში გადაიტანეს.

თუმცა უეფამ განაცხადა, რომ სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან და ჯერ ფინალის მასპინძელი ქალაქის შეცვლას არ აპირებენ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ფეხბურთი მეგობრობის და თანადგომის თამაშია, მაგათმა რა იციან მეგობრობა და თანადგომა. მაგათმა იციან ოკუპაცია.. უნდა ჩამოართვან არ იმსახურებენ ისეთ ზეიმს რაც ჩემპიონთა ლიგის ფინალია
ირაკლი
20:03 14-02-2022
11
თუ უკრაინაში შეიჭრება, ფინალს კი არა ყველაფერს ჩამოართმევენ რასაც შეძლებენ რომ ჩამოართვან. პლეი ოფიც არ ჩატარდება რუსეთში, სადაც რუსეთი და პოლონეთი უნდა დაუპირისპირდნენ. დარწმინებული ვარ პოლონეთი არ ჩავა რუსეთში სათამაშოდ. შეიძლება უეფამ გადახედოს რუსეთის საერთაშორისო თამაშების ჩატარებას, რადგან მგონია არა ერთი ქვეყანა გამოჩდება ვისი გუნდებიც არ ჩავლენ რუსეთში სათამაშოდ. არც ლოგიკური იქნება, უკრაინაში ომის დროს ფეხბუთზე ლაპარაკიც ზედმეტია და გამოდის ოკუპანტი ითამაშებს, მსხვერპლი უკრაინა ვერა. მინიმუმ მგონია ნეიტრალურზე ითამაშებენ რუსები.
G.LA
20:46 14-02-2022
12

სიახლეები პოპულარული