ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: ვლაჰოვიჩის სადებიუტო გოლი 32-ე წამზე - "ჩელსის" ზედიზედ მეექვსე გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის ორი პირველი მერვედფინალური მატჩი გაიმართა.

„ჩელსიმ“ საკუთარ მოედანზე „ლილს“ 2:0 სძლია და ყველა ტურნირზე ზედიზედ 6 გამარჯვება საერთო ანგარიშით 10:2 მოიპოვა.

„იუვენტუსმა“ გასვლაზე „ვილიარეალი“ ვერ დაამარცხა - 1:1. სტუმრები ტურნირზე თავიანთ სადებიუტო მატჩში 32-ე წამზე ვლაჰოვიჩმა დააწინაურა, რომელმაც „იუვეში“ 5 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. 66-ე წუთზე პარეხომ ანგარიში გაათანაბრა.

ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი“

ჩელსი - ლილი 2:0
გოლები: 1:0 ჰავერცი (8), 2:0 პულიშიჩი (63)

ვილიარეალი. „სერამიკა“
ვილიარეალი
- იუვენტუსი 1:1

გოლები: 0:1 ვლაჰოვიჩი (1), 1:1 პარეხო (66)

- "იუვენტუსი" ზედიზედ 5 წელია ვერ იგებს პირველ მერვედფინალურ შეხვედრას.
- "იუვემ" ყველა ტურნირზე ბოლო 3 მატჩი ერთნაირი ანგარიშით, 1:1 დაასრულა.
- ვლაჰოვიჩის გოლი დებიუტანტებს შორის კონოპლიანკას შემდეგ ყველაზე ადრეულია.
- "ჩელსის" მწვრთნელმა ტუხელმა თავდამსხმელი ლუკაკუ სათადარიგოთა შორის დატოვა, რადგან წინა მატჩი უხეიროდ ჩაატარა.
- "არისტოკრატების" მეკარე მენდიმ ტურნირზე 18 შეხვედრიდან 14-ში კარი მშრალად შეინახა.

ამ გუნდების საპასუხო მატჩები 17 მარტს ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული