"რეალის" ნახევარმცველი ტონი კროოსი პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალურ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
კროოსს მარცხენა ბარძაყის კუნთის ტრავმა აქვს და მისი თამაში პრაქტიკულად გამორიცხულია.
"რეალს" "სოსიედადთან" ვერ დაეხმარება ფედე ვალვერდე, რომელიც გაციებულია.
"სამეფო გუნდი" ლა ლიგაზე "სოსიედადს" 6 მარტს უმასპინძლებს, ხოლო პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგაზე 10 მარტს. შეგახსენებთ, პარიზში "რეალი" 0:1 დამარცხდა.