საკუთარ მოედანზე „ლილის“ 2:0 ძლევის შემდეგ „ჩელსიმ“ საფრანგეთშიც გაიმარჯვა, ამჯერად 2:1 და მეოთხედფინალში გავიდა.
„ვილიარეალისა“ და „იუვენტუსის“ პირველი მატჩი ესპანეთში 1:1 დასრულდა. ტურინში მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, ბევრს უტევდნენ, სტუმრები კი უხიფათო კონტრიერიშებით პასუხობდნენ. თუმცა მეორე ტაიმში სამი უპასუხო გოლის გატანა შეძლეს. 78-ე წუთზე ესპანური გუნდის ნახევარმცველი კოკლენი საჯარიმოში რუგანიმ წააქცია და პენალტი მორენომ ზუსტად შეასრულა. 85-ე წუთზე პაუ ტორესმა დალაშქრა შენსნის კარი. კომპენსირებულ დროში "იუვეს" კარში კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ჯანჯუმამ გამოიყენა და "ბიანკონერი" ზედიზედ მესამედ გამოვარდა მერვედფინალიდან.
ლილი. „პიერ მორუა“. 49 048 მაყურებელი
ლილი - ჩელსი 1:2
გოლები: 1:0 ილმაზი (38, პენ), 1:1 პულიშიჩი (45+3), 1:2 ასპილიკუეტა (71)
ტურინი. „ალიანც სტადიუმი“. 30 385 მაყურებელი
იუვენტუსი - ვილიარეალი 0:3
გოლები: 0:1 მორენო (78), 0:2 პაუ ტორესი (85), 0:3 ჯანჯუმა (90+1, პენ)
ამრიგად მეოთხედფინალში "რეალი", "ლივერპული", "ბაიერნი", "მანჩესტერ სიტი", "ჩელსი", "ატლეტიკო", "ბენფიკა" და "ვილიარეალი" გავიდნენ. კენჭისყრა 18 მარტს ნიონში ჩატარდება.