ჩემპიონთა ლიგაზე ორი დიდებული საპასუხო მერვედფინალური მატჩი გაიმართა.
ლონდონში 3:1 გამარჯვების შემდეგ „რეალს“ თითქოს შემდეგი ეტაპის საგზური განაღდებული ჰქონდა და პრობლემა არ უნდა შექმნოდა, მაგრამ მე-15 წუთზე „ჩელსი“ მაუნტმა დააწინაურა და ინტრიგა დაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ „სამეფო გუნდს“ პირველ ტაიმში მეტოქის კარში ბურთი არ დაურტყამს. 51-ე წუთზე რიუდიგერმა დალაშქრა კურტუას კარი. ცოტა ხანში ალონსომაც გაუტანა თავის ყოფილ გუნდს, მაგრამ იქამდე ბურთი ხელზე მოხვდა და გოლი არ ჩაითვალა. საპასუხო იერიშისას ბენზემამ თავით ბურთი ხარიხას გაარტყა. 75-ე წუთზე უკვე ვერნერმა დაამწუხრა მადრიდელები. თუმცა მალე როდრიგომ გაიტანა, ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა და ძირითადი დრო 1:3 დასრულდა. 96-ე წუთზე ვინისიუსის შესანიშნავი პასით ბენზემამ თავურით უშანსოდ დატოვა მენდი. ბოლოს "ჩელსი" შტურმზე გადავიდა, თუმცა "რეალმა" გაუძლო და ბოლო თორმეტ სეზონში მეათედ ითამაშებს ნახევარფინალში.
ესპანეთში 0:1 დამარცხებულ „ბაიერნს“ საკუთარ მოედანზე რევანშის აღება ესაჭიროებოდა. პირველ ტაიმში „ვილიარეალი“ თავს უნარიანად იცავდა და გოლი არ გაუშვა. მეორე ტაიმის დასაწყისში ლევანდოვსკიმ კარში პირველივე დარტყმით „რეკორდმაისტერი" დააწინაურა. 88-ე წუთზე კი ჩუკვუეზემ ანგარიში გაათანაბრა და „ყვითელი სუბმარინა“ ისტორიაში მეორედ გავიდა ნახევარფინალში.
მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 59 839 მაყურებელი
რეალი - ჩელსი 2:3 (ძირ. დრო 1:3)
გოლები: 0:1 მაუნტი (15), 0:2 რიუდიგერი (51), 0:3 ვერნერი (75), 1:3 როდრიგო (80), 2:3 ბენზემა (96)
მიუნხენი. „ალიანც არენა“. 70 000 მაყურებელი
ბაიერნი - ვილიარეალი 1:1
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (52), 1:1 ჩუკვუეზე (88)