ანჩელოტი: ამბობდნენ, ესპანური კლუბები ინგლისურებს ჩამორჩებიანო

AutoSharing Option
"რეალმა" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ორი მატჩის ჯამში "ჩელსის" სძლია, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი კომენტარი მისმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გააკეთა.

"წვალება მოგვიწია. ვფიქრობ, გოლის გატანის სურვილი გვაკლდა, რადგან ამის აუცილებლობა არ არსებობდა.

მეტოქის მეორე გოლი დაუმსახურებელი იყო, 0:3-ის მერე გავიხსენით და წარმატებისთვის ყველაფერი გავიღეთ. საბოლოო ჯამში დამსახურებულად გავიმარჯვეთ. დიდი გავლენა სტადიონისა და კლუბის მაგიამ იქონია.

ამბობდნენ, ესპანური კლუბები ინგლისურებს ჩამორჩებიანო, ორი ესპანური გუნდი კი ნახევარფინალში გავიდა", - განაცხადა ანჩელოტიმ Movistar-ის ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 8 /
რამდენი რეალის მოძულეა აქ გაგიჟდები ზოგზოგიერთებმა არც გულშემატკივრობა იცით და არც პატივისცემა მეტოქის ან დაც საკუთარი გუნდის შეეშვით რა ფეხბურთს...
2
პაპა კარლო ერთი წესიერი მცველი გჭირდებათ თორემ ნაჩოს იმედად ვერ იქნებით, ტიპი სად დარბოდა მე მგონი თვითონაც არ იცოდა
მამუკა
05:00 13-04-2022
1

სიახლეები პოპულარული