ტუხელი: მსაჯი ნამატჩევს ანჩელოტისთან ერთად იცინოდა

AutoSharing Option
"რეალთან" ჩემპიონთა ლიგაზე ნამატჩევს "ჩელსის" მწვრთნელმა თომას ტუხელმა მსაჯი შიმონ მარჩინიაკი გააკრიტიკა:

"ჩვენ იმედგაცრუებულნი და ამავდროულად, ამაყნი ვართ. ოთხი გოლი გავიტანეთ და ბევრი მომენტი შევქმენით. არ გაგვიმართლა. ორი შეცდომა დავუშვით, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. მეტოქემ ინდივიდუალური ოსტატობით და შანსების გამოყენებით გვაჯობა. ნახევარფინალში გასვლას ვიმსახურებდით.

ალონსოს მომენტი ვერ დავინახე, მაგრამ მსაჯს ვუთხარი, არ მესმის, რატომ არ გადაამოწმა ეს მომენტი. ძალიან სამწუხარო იყო იმის ნახვა, შეხვედრის შემდეგ როგორ იცინოდა არბიტრი ანჩელოტისთან ერთად. როდესაც მინდოდა მასთან მივსულიყავი და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადამეხადა, ის მოწინააღმდეგის
მწვრთნელთან ერთად ხუმრობდა. ვფიქრობ, ასეთ დროს ეს მთლად სწორი საქციელი არ არის. ამის შესახებ მას ვუთხარი.

საერთოდაც, მსაჯები წვრილ-წვრილ გადაწყვეტილებებს "რეალის" სასარგებლოდ ორივე მატჩში იღებდნენ".

მკითხველის კომენტარები / 8 /
არ მესმის რა უნდა ამ კაცს, გოლი არარსებული კუთხურიდან გაიტანა. კიდე მსაჯს ადანაშაულებს
დათო
21:18 13-04-2022
2
ერთი ცხადია - მსაჯი იცნობდა თუ ტიროდა, ჩელსი 3-0-ს იგებდა და ანგარიში ვერ შეინარჩუნა. ასეთ რამეს ყველაზე კარგ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა და თუ რამე ვერ მოახერხა, მარტო თავის თავს უნდა დააბრალოს
: )))))))
22:22 13-04-2022
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული