"ატლეტიკოსა" და "სიტის" ფეხბურთელებმა გვირაბში იჩხუბეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ატლეტიკოსა" და "მანჩესტერ სიტის" საპასუხო მეოთხედფინალური მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა. მასპინძლებს თამაშის დამატებით დროში გადასაყვანად გოლის გატანა სჭირდებოდათ, სტუმრები კი დროს წელავდნენ და შეხლა-შემოხლა დაიწყო. მწვრთნელები მოედანზე შერბოდნენ, ფეხბურთელები ჩხუბობდნენ. მსაჯმა კომპენსირებულ დროში მადრიდელთა მცველი ფელიპე გააძევა. "სიტიმ" გაუძლო, ნულოვან ფრეს მიაღწია და ორი შეხვედრის ჯამში ნახევარფინალში გავიდა.

საფინალო სასტვენის შემდეგ ჩხუბი "ვანდა მეტროპოლიტანოს" გვირაბში გაგრძელდა. ფეხბურთელები ერთმანეთზე იქაჩებოდნენ და მათ დასაშოშმინებლად პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.

მკითხველის კომენტარები / 9 /
დღევანდელი ფეხბურთი ფულია და სხვა არაფერი . როცა ჭირდებათ სიბინძურეს არავინ ერიდება და ყველაფერს კადრულობენ. ეს მოიტანა ფულმა და ამას ვეღარ შეცვლი. სპორტული და ადამიანური მხარეები მეორე პლანზე გადავიდა.
Gggg
20 აპრილი 2022 12:38
1
ბინძური ატლეტიკოო რომ გაიძახით, კონკრეტულად ამ თამაშში სიტი იყო უბინძურესი. ობიექტურობას ნუ დაკარგავთ ზოგადი იმიჯის გამო.
Superman
15 აპრილი 2022 01:40
6
სამოცდაათიან წლებში მოსკოვის დინამოში მცველი ნოვიკოვი თამაშობდა და ყოველ წელს ვოვა გუცაევს ამტვრევდა. ვოვაც კარგა ხანს ვერ თამაშობდა ამის შემდეგ. ყველა ქართველ გულშემატკივარს ნოვიკოვი გვეჯავრებოდა როგორც ბინძური ფეხბურთელი, უფრო სწორად არაფეხბურთელი. მადრიდის ატლეტიკო მთლიანად ასეთი ნოვიკოვებისგან შედგება. ჩემი თაობის გულშემატკივარს ემახსოვრება რა ბინძური მოთამაშე იყო დიეგო სიმეონე, პროვოკატორი და ამავდროულად სიმულიანტიც. ყიფიანის ჯადოქრობის მნახველს არასდროს მოეწონება ატლეტიკოს არაფეხბურთი.
muro
15 აპრილი 2022 01:35
2
რა ვიცი ძმაო თქვენ თუ ატლეტიკოს ფეხბურთი მოგწონთ მშვიდობაში მოიხმარეთ და სულ მასეთ ფეხბურთს უყურეთ,ტიპები არიან კომბაინები და მთავარი კომბაინი და ბინძური ფეხბურთელი არის სავიჩი.
გეგი
14 აპრილი 2022 23:50
0
რა უქნეს ამ მართლაც დიდებულ სპორტს. დაიკარგა სილამაზე, დაიკარგა სპორტული აზარტი, პატივისცემა....
ფული ბაბაია, ბევრი ფულიი
სიმართლე
14 აპრილი 2022 14:15
1
ასეთი ბინძური და პროვოკატორთა გუნდი როგორიც მადრიდის "ატლეტიკოა" მეორე არ მეგულება ტოპ ლიგებში. თავისი მთავარი მწვრთნელიანად.
ირაკლი
14 აპრილი 2022 11:53
8
ატლეტიკო - ბინძური მწვრთნელის, ბინძური გუნდი.
7777777
14 აპრილი 2022 10:15
8
გოჩა/ ნაღდად ეგრეა.უბინძურესმა ლაპორტამ რეები იკადრა ლეოს წინააღმდეგ? ეგ გუნდიც, თავისი ფეხბურთელებიანად ყველა მეზიზღება.
გოჩასს
14 აპრილი 2022 14:14
3
ბარსა რა ნაკლები ბინძური გუნდია? უბრალოდ ლამაზად შეფუთული გუნდია, თავისი ინტრიგებით და მაქინაციებით. რაც ლუის სუარეს და ლეო მესის აკადრეს, რომელ ათლეტიკოს სიბინძურეზე მელაპარაკებით?
გოჩა
14 აპრილი 2022 13:37
9

სიახლეები პოპულარული