სახლში 1:0 გამარჯვების შემდეგ „სიტიმ“, რომელმაც ტურნირზე მე-100 შეხვედრა ჩაატარა, ესპანეთში "ატლეტიკოსთან" უმძიმეს, 113-წუთიან, ნერვულ ბრძოლაში სასურველ ფრეს (0:0) მიაღწია და ნახევარფინალში ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მესამედ გავიდა. გვარდიოლა მწვრთნელის რანგში მეცხრედ იქნება ნახევარფინალში, რაც რეკორდია. მატჩის ბოლოს მადრიდელი ფანები სკანდირებდნენ: "პეპი მეძავის შვილია".
„ლივერპულის“ მწვრთნელმა კლოპმა სალაჰი, მანე და ვან დეიკი არ დააყენა სასტარტოში. მისი გუნდი საკუთარ მოედანზე საბრძოლო ფრეს (3:3) დასჯერდა "ბენფიკასთან", საერთო ჯამში 6:4 გაიმარჯვა და მეთორმეტედ იასპარეზებს ნახევარფინალში - ინგლისური კლუბებიდან "მანჩესტერის" რეკორდი გაიმეორა.
მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო“. 65 675 მაყურებელი
ატლეტიკო - მანჩესტერ სიტი 0:0
გაძევება: ფელიპე (90+1, ატლეტიკო)
ლივერპული.“ენფილდი“. 51 373 მაყურებელი
ლივერპული - ბენფიკა 3:3
გოლები: 1:0 კონატე (21), 1:1 რამუში (32), 2:1 ფირმინო (56), 3:1 ფირმინო (65), 3:2 იარემჩუკი (73), 3:3 ნუნიესი (81)
ნახევარფინალში „ლივერპული“ „ვილიარეალს“ შეხვდება, ხოლო „მანჩესტერ სიტი“ - „რეალს“. პირველი მატჩები 26 და 27 აპრილს, ხოლო საპასუხოები 3 და 4 მაისს გაიმართება.
უამრავი ტელევიზია აჩვენებს ამ შეხვედრებს და გთხოვთ, მოაშოროთ რუსული ნტვ