"ლივერპულმა" "ვილიარეალი" დაჯაბნა და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში „ლივერპულმა“ სახლში „ვილიარეალს“ 2:0 სძლია.

როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ. პირველ ტაიმში რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს - მანემ კარს ოდნავ ააცილა, ხოლო ალკანტარას დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. შესვენების შემდეგ, ორწუთიან მონაკვეთში, „ლივერპულმა“ ორი გოლი გაიტანა. კლასში გუნდებს შორის სხვაობა უზარმაზარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ 0:2-ს აგებდა, „ვილიარეალი“ საკუთარ კარს გახლდათ მიჯაჭვული და მეტოქის ნახევარზე ასვლას თითქმის ვერ ახერხებდა. ცხადია, ემერის გუნდისთვის 1/2-ფინალში გასვლა უკვე დიდი მიღწევაა. საბოლოოდ "ლივერპულმა" 2:0 მოიგო და ფინალისკენ დიდი
ნაბიჯი გადადგა.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 3 მაისს ესპანეთში გაიმართება.

კლოპის გუნდმა ყველა ტურნირზე ბოლო 11 მატჩიდან 9 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.

ლივერპული. „ენფილდი“. 51 586 მაყურებელი

ლივერპული - ვილიარეალი 2:0
გოლები: 1:0 ესპტუპინიანი (53, საკ. კარში), 2:0 მანე (55)

მკითხველის კომენტარები / 3 /
დისლაიქი რეალის ფანებმა დაწერეთ? აბა დამენახეთ.
ჩემი აზრით ლივერპული მაინც ლიგას მოიგებს. სიტი პრემიერლიგას
ვანჩოპე
09:14 28-04-2022
1
გვარდიოლას ტაკიმასხარა ფილოსოფიიდან გამომდინარე სწორედ ეგ უნდა დარჩეს ტიტულის გარეშე!
sandrex
09:13 28-04-2022
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული