მადრიდის "რეალისა" და "მანჩესტერ სიტის" მატჩის გმირმა როდრიგომ ნახევარფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, ბრაზილიელი ფეხბურთელი მოედანზე 68-ე წუთზე ტონი კროოსის ნაცვლად შევიდა, 90 და 90+1 წუთებზე კი "ბლანკოსის" ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და თამაში დამატებით დროში გადავიდა.
"სიტყვები არ მყოფნის, არ შემიძლია გადმოგცეთ, რა მოხდა. ღმერთმა გადმომხედა და მითხრა: დღეს შენი დღეა" - განაცხადა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, "რეალისა" და "ლივერპულის" ფინალი 28 მაისს გაიმართება.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით