პეტერ შმეიხელი: "რეალს" ფინალში თამაშის უფლება არ აქვს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა მეკარე პეტერ შმეიხელმა "ქალაქელების" ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" მარცხზე გააკეთა კომენტარი.

"რეალს" ფინალში თამაშის უფლება არ აქვს. ის ორივე მატჩში მეტოქეზე გაცილებით სუსტი იყო. საპასუხო შეხვედრაში პირველი მომენტი 90-ე წუთზე შექმნა, რომელიც გოლით დასრულდა. მეორე და მესამე მომენტებიდანაც გაიტანა.

"სიტი" სრულად აკონტროლებდა თამაშს, მაგრამ სტადიონი შეიძლება თქვენი მე-12 ფეხბურთელი გახდეს. მეორე ტაიმის დასაწყისში ვინისიუსის მომენტის შემდეგ გულშემატკივრები უბრალოდ ჭკუიდან გადავიდნენ და ეს შთამბეჭდავი იყო.

პირველი მატჩის შემდეგ ვფიქრობდი, რომ "რეალი" შემდეგ ეტაპზე გავიდოდა, თუმცა ძალიან ცუდად თამაშობდა. მხოლოდ
"ჩელსისთან" გამოიყურებოდა კარგად.

არასოდეს არ შეიძლება ამ გუნდის ფეხბურთელებში ეჭვი შეგეპაროს. ამ ტურნირზე გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთ სიტუაციაში ადრე იმყოფებოდნენ და მათგან ბევრს ჩემპიონთა ლიგა რამდენიმეჯერ აქვს მოგებული, - ციტირებს პეტერ შმეიხელს CBS Spor-ი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ზუსტად ეგ არის ფეხბურთის თამაში, სამ მომენტს, რომ შექმნი და სამივეს გაიტან!!
არის გუნდები, მთელი თამაში ბურთს ფლობენ ან უტევენ, მაგრამ გოლს ვერ იტანენ...
buba
06:32 06-05-2022
0
სიტის ვქომაგობდი და უცებ ეს დეგენერატი რეალი არ გავიდა? არავინ მეჯავრება როგორც რეალი. ფინალში ლივერპულს დავუჭერ მხარს, მითუმეტეს ლივერიც დიდად არ მევასება.
giga
10:37 06-05-2022
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული