ხამეს როდრიგესი: "მინდა ფინალში "ლივერპულმა" მოიგოს"

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილმა და კატარული "ალ რაიანის" ამჟამინდელმა ფეხბურთელმა ხამეს როდრიგესმა განაცხადა, თუ ვის უგულშემატკივრებს ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის ფინალში, სადაც ერთმანეთს "ბლანკოსი" და "ლივერპული" შეხვდებიან.

"მინდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ლივერპულმა" გაიმარჯვოს. "რეალში" ბევრი მეგობარი მყავს, ფანტასტიკური გუნდია, თუმცა მსურს ჩემმა თანამემამულე  ლუის დიასმა ეს პრესტიჟული ტიტული მოიგოს".

შეგახსენებთ, კოლუმბიელი სპორტსმენი "სამეფო გუნდის" ღირსებას 2014-20 წლებში იცავდა (2 წელი "ბაიერნში" იყო განათხოვრებული).

ლიგის ფინალი 28 მაისს გაიმართება.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
ულამაზესი გოლის ავტორი ხამესი.
გოგა
11 მაისი 2022 15:46
0
განა ყველა კაცი კაცია, ვისაც ტანზე შარვალი აცვია? იმიტომაც ხარ მეჯოგეებში და რა მადრიდის რეალში
მამუკა
11 მაისი 2022 14:48
32
მამუკა, შენ გამოირჩევი ძალიან აგრესიული და არა ობიექტურობით კომენტარებით. რაც შეეხება ხამეს როდრიგესს, არც ვამტყუნებ, რატომ უნდა უნდოდეს რეალის მოგება? მისი ასეთი სურვილი, რეალის მისდამი უსინდისო დამოკიდებულების გამოძახილია. როგორ გგონიათ, როდრიგესს არ ექნება, შინაგანი პროტესტი? ამ შემთხვევაში ხამესს,სრულიად ვეთანხმებით.
mamukass
11 მაისი 2022 18:06
1

სიახლეები პოპულარული