უეფას პრეზიდენტმა მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის "რეალის" გასვლას არ ელოდა.
"უკვე ნახევარფინალში ეჭვი მეპარებოდა, რომ "რეალი" "სიტის" დაამარცხებდა, განსაკუთრებით, პირველი თამაშის შემდეგ, თუმცა, როგორც ჩანს, მადრიდელებს 9 სიცოცხლე აქვთ. გამოცდილი გუნდია, მაგრამ დაცვაში პრობლემები თავს ხშირად იჩენს. ჰყავთ მაგიური ქარიმ ბენზემა, რომელიც ჩემი პირადი აზრით, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია; ლუკა მოდრიჩი კი ასაკთან ერთად უმატებს.
"ლივერპული" უკეთესი გუნდია, კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავთ. ისევე, როგორც მედალს, ყველაფერს მეორე მხარე აქვს, მერსისაიდელებს ფინალში თამაშის გამოცდილება
"სამეფო გუნდის" მსგავსად არ აქვთ. გამარჯვებულს არ ვიწინასწარმეტყველებ, როგორც წესი, ვერ ვიცნობ ხოლმე. საინტერესო ფინალს ველით" - განაცხადა ალექსანდრ ჩეფერინიმ.
შეგახსენებთ, ფინალური შეხვედრა 28 მაისს გაიმართება.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით