შეხვედრის დაწყების წინ არენის მიმდებარე ტერიტორიაზე უბილეთო ინგლისელმა გულშემატკივრებმა არეულობა მოაწყვეს და პოლიციას ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუწია. სტადიონთან რიგების, უსაფრთხოებისა და „ლივერპულის“ საცობში მოხვედრის (დანიშნულების ადგილზე 20 წუთის დაგვიანებით მივიდა) გამო, სეზონის დამაგვირგვინებელი მატჩი 36 წუთის დაგვიანებით დაიწყო - დაიწყო მეტ-ნაკლებად თანაბარი დებიუტით, სადღაც მე-15 წუთისათვის „წითლები“ ინიციატივას დაეუფლენ და მომენებტიც შექმნეს, მაგრამ სალაჰსა და მანეს გატანა კურტუამ არ დაანება. მადრიდელებს ერთადერთი შანსი ტაიმის დასასრულს ჰქონდათ, ბენზემამ გაიტანა კიდეც, მაგრამ გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა.
შესვენების შემდეგ კლოპის გუნდმა ისევ შეუტია, ანგარიში კი „რეალმა“ გახსნა - ვალვერდეს პასით ალისონის კარი ვინისიუსმა დალაშქრა. მერსისაიდელები კვლავ გადავიდნენ იერიშზე, სალაჰს ბრწყინვალე კურტუამ სამჯერ არ გაატანინა და "ბლანკოსმა" გაიმარჯვა, გაიმარჯვა კარში ერთადერთი დარტყმით.
ანჩელოტი პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მეოთხედ მოიგო, ხოლო კლოპმა 4 ფინალიდან 3 წააგო.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კურტუა აღიარეს. ტურნირის ბომბარდირი 15 გოლით ბენზემა გახდა. მან კაპიტნის სამკლავური და თასის აღმართვის უფლება მარსელოს მისცა, რომელიც "რეალში" 2007 წლიდან თამაშობდა და გუნდს დატოვებს.
პარიზი. „სტად დე ფრანსი“
ლივერპული - რეალი 0:1
გოლი: ვინისიუსი (58)
ლივერპული: ალისონი, ალეკსანდერ-არნოლდი, კონატე, ვან დეიკი, რობერტსონი, ფაბინიო, ჰენდერსონი (კეიტა 77), ალკანტარა (ფირმინო 77), დიასი (ჟოტა 65), სალაჰი, მანე
რეალი: კურტუა, კარვახალი, მილიტაო, ალაბა, მენდი, კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი (სებალიოსი 90), ვალვერდე (კამავინგა 85), ვინისიუსი (როდრიგო 90+3), ბენზემა