"დავიღალე ამ განავლით" - ვან ბასტენი ბენზემას არჩათვლილ გოლზე

AutoSharing Option
ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა მარკო ვან ბასტენმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ლივერპულის" კარში "რეალის" ფორვარდ ქარიმ ბენზემას არჩათვლილ გოლზე გააკეთა კომენტარი.

"ტფუი... მე უკვე რამდენი წელია ფეხბურთში ვარ და ყველა ეს ხაზები ვერ გხდის ბედნიერს: შეძვრა თუ არა თამაშგარეში ნახევარი თითით?

უკვე დავიღალე ამ განავლით. მთელი ეს საუბრები რამდენიმე წელია მიდის და ეს ასე რთულია, ჯანდაბას. პროცესი ისე გაართულეს. მე ეს არ მესმის და არც ხალხს ესმის", - განუცხადა ვან ბასტენმა Voetbalprimeur-ს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ყოველ დღე თუ ცვლიან წესებს არ ვიცი, მაგრამ ნებისმიერი წესებით 100% გოლი არ ჩათვალეს მსაჯებმა
გოგა
21:14 29-05-2022
10
რა გინდა მარკო ვან ჯან ? არ იყო თამაშგარე ? რამდენი უსამართლობა მომხდარა ფეხბურთის და სხვა თამაშების ისტორიაში მსაჯების შეცდომების გამო ! და ძალიან კარგია ვარი რომ შემოვიდა ! მაგალითად 1981 წელს რომ ყოფილიყო ვარი დინამო ფეინორდს ვესტ ჰემზე უარეს დღეში ჩააგდებდა ! არადა ძლივს გადავრჩით მაშინ მესამე გოლიც რომ გაეტანათ იმათ დამატებით დროს და პენლებს ვეღარ გაქაჩავდნენ ჩვენები ისეთი მსაჯობის პირობებში ! ან ცოტა ადრე გრასჰოპერსთან კიტაბჯანმა ნაკლები არაკაცობები კი არ აკეთა @ და საშუალო დონის გუნდმა (ყოველ შემთხვევაში დინამოზე სუსტმა) გუნდმა 4-0 "მოგვიგო" სხვა მაგალითებს აღარ მოვიყვან მე ჩვენ მაგალითებს ვჩივი და 2002 წელს მუნდიალზე და ბევრ სხვაგან დაჩაგრულნლმა გუნდებმა თავისი იჩივლონ !
zura222
18:43 29-05-2022
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული