"რეალმა", მერვედფინალიდან მოყოლებული, ვერცერთ გუნდს ვერ აჯობა..." - ლეანდრო პარედესი

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენისა" და არგენტინის ნაკრების ნახევარმცველმა მადრიდის "რეალზე" ისაუბრა.

"ბლანკოსმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შემდეგ ვერცერთ გუნდს ვერ აჯობა, თუმცა მათ მაინც მოახერხეს და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ. "რეალი" ძალიან ჰგავს "ბოკა ხუნიორსს", როგორც მენტალიტეტით, ასევე ისტორიით". - განაცხადა პარედესმა.

შეგახსენებთ, რომ "პარი სენ-ჟერმენი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში სწორედ "თეთრებს" დაუპირისპირდა, პირველ მატჩში კილიან მბაპეს გოლით 1:0 გაიმარჯვა, საპასუხო შეხვედრაში კი "ბერნაბეუზე" 3:1 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 18 /
Წადი ბიძია შენ და ლიგა1 ის მედალი კარგად შეინახეს. Შენ სადაც ხარ იმ გუნდმა ხომ გადახნა სტადიონები :)))
Ნიკა
14:00 08-06-2022
4
ერთმანეთის მიყოლებით კალბასის ჩეკივით ჩამოიცვა სუყველა და მეტი როგორღა უნდა ეჯობნა, ბოქსი არ არის თავ-პირი რომ დაელეწა და რავი სხვა რა უნდა ექნათ, მილიარდზე მეტი აქვს უკვე პსჟ-ს დახარჯული და ბოღმა ჰკლავთ რეალის აღარ იციან როგორ უკბინონ
მამუკა
03:04 09-06-2022
3

სიახლეები პოპულარული