აზაროვის "ცრვენა ზვეზდა" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში დამარცხდა

AutoSharing Option
დღეს ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელი პლეი-ოფის სამი მატჩი ჩატარდა.

„ყარაბაღი“ ბაქოში ნულოვან ფრეს დასჯერდა „პლზენთან“. აზერბაიჯანულ გუნდში ისევ სათადარიგო იყო მეკარე ლუკა გუგეშაშვილი.

„ცრვენა ზვეზდა“ ჰაიფაში პირველი ტაიმის შემდეგ 2:1-ს უგებდა „მაკაბის“, მაგრამ საბოლოოდ 2:3 დამარცხდა. ორი მატჩის ჯამში გამარჯვების შემთხვევაში ბელგრადული კლუბი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს, ხოლო თუ წააგო, ევროპა ლიგის ჯგუფში. ირაკლი აზაროვს „ცრვენა ზვეზდაში“ ევროტურნირებზე ჯგუფური ეტაპიდან აქვს თამაშის უფლება.

კიევის „დინამომ“ პოლონეთის ქალაქ ლოძში უმასპინძლა „ბენფიკას“ და 0:2 დამარცხდა.

საპასუხო შეხვედრები 23 აგვისტოს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული