უეფა "ბარსელონას" და კიდევ 19 კლუბს ფინანსური ფეირ-პლეის წესის დარღვევაზე ამოწმებს და მალე შეიძლება ისინი დასაჯოს, - იტყობინება "მუნდო დეპორტივო" "ტაიმსზე" დაყრდნობით.
გამოცემის მტკიცებით, არაა გამორიცხული, "ბარსელონა", "იუვენტუსი", "რომა" და "მილანი" ევროტურნირებიდან მოკვეთონ და ტრანსფერების და სხვა ოპერაციების განხორციელება აუკრძალონ.
"ბარსელონა" და "იუვენტუსი" უეფასთან სუპერლიგის გამო იურიდიულ ბრძოლას აწარმოებენ და მათ შორის რთული ურთიერთობაა. სწორედ ამით აიხსნება ევროპის უმაღლესი საფეხბურთო ორგანოს მიმდინარე გამოძიება.
ფრანგულ კლუბებს პსჟ-სა დ "მარსელს", აგრეთვე "არსენალს" მხოლოდ ეკონომიკური საქნქციები ემუქრებათ. არიან კიდევ სხვა კლუბები, რომელთა საქმიანობას აკვირდებიან, მაგრამ არ დასჯიან.
ეს უეფას ფინანსური ფეირ-პლეის ბოლო სეზონია. მომავალი წლიდან ახალი სისტემა ამოქმედდება, რომლის მიხედვით კლუბებს გასავლისა და სახელფასო განაკვეთის ზღვრული პროცენტი დაუწესდებათ.

არ გეზარებათ ასეთი ჭორების გავრცელება???