"ჩვენ კარგად ვიცნობთ მათ რამდენიმე მოთამაშეს" - რა თქვა კლოპმა ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა შეაფასა. შეგახსენებთ, რომ "მერსისაიდელები" ჯგუფში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან", გლაზგოს "რეინჯერსთან" და ამსტერდამის "აიაქსთან" ერთად მოხვდნენ.

"ყველა კლუბს აქვს შესაძლებლობა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეს. საბედნიეროდ, ჩვენც მათ რიგებში ვართ. მოუთმენლად ველით ახალ გამოწვევებს და ტურნირის დაწყებას.

წელს სრულიად განსხვავებული ტურნირი იქნება და ექვსივე თამაშის ჩატარება საკმაოდ მოკლე დროში მოგვიწევს. ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, რომ განსხვავებულ მოთხოვნებსა და რიტმს ავყვეთ.

საბედნიეროდ, არ მოგვიწევს მეტოქეების ზედმეტად შესწავლა და მათზე ინფორმაციის მოძიება, რადგან თითოეულ მათგანს კარგად
ვიცნობთ.

სულ რამდენიმე წლის წინ "აიაქსს" საკმაოდ რთული მატჩები ვეთამაშეთ... "ნაპოლისთან" ფრე დავაფიქსირეთ. ასე რომ, ჩვენ მათ შესახებ ძალიან ბევრი რამ ვიცით და ისინიც ჩვენ მიმართ ასე იქნებიან.

ყოველთვის არის რაღაც ახალი, რასაც სხვადასხვა სეზონი გაძლევს და ეს წელსაც ასე იქნება. ამიტომ ეს გაკვეთილი ჩვენ კარგად უნდა ავითვისოთ.

"რეინჯერსი" ჩვენთვის შედარებით ახალი მეტოქეა, თუმცა მათაც კარგად ვიცნობთ. მათი ისტორია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მართლაც საინტერესო იყო. გლაზგოელები საკვალიფიკაციო ეტაპზე საკმაოდ რთულ გუნდებს დაუპირისპირდნენ და ჯგუფში მოხვდნენ. შოტლანდიელებმა ძალიან კარგი თამაში აჩვენეს.

ჩვენ ასევე კარგად ვიცნობთ მათ რამდენიმე მოთამაშეს. რაიან კენტს დიდი განვითარება აქვს მას შემდეგ, რაც შოტლანდიაში გადავიდა და ბენ დევისი ახლა იწყებს კარიერას "რეინჯერსთან" ერთად. ამიტომ კარგი იქნება მათ წინააღმდეგ ბრძოლა.

ამჟამად ერთადერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ ექვსივე თამაში იქნება წარმოუდგენლად კონკურენტუნარიანი და მართლაც ინტენსიური. აღფრთოვანებული ვარ ამით. ეს არის კონკურენტიანი საფეხბურთო ჯგუფი და, როგორც ვთქვი, კარგი გამოწვევა", - ამბობს კლოპი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული