ხვიჩას ჩინებული დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე და საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "ლივერპული" დაჯაბნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ლივერპული“ 4:1 დაამარცხა.

„ნაპოლიმ“ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, ხვიჩა კვარაცხელია კი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს არათუ არ შეუშინდა, არამედ ტურნირზე თავის სადებიუტო შეხვედრაში მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესოც გახლდათ. მის ანგარიშზე ნეაპოლურ გუნდში 6 მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

ვერავინ წარმოიდგენდა, თუ მასპინძლები „ლივერპულს“ პირველ ტაიმში ასე დაჯაბნიდნენ და სამ უპასუხო გოლს გაუტანდნენ. დებიუტში ანგარიში ზილენსკიმ პენალტით გახსნა. მე-18 წუთზე ოსიმენმა თავის მიერვე მოპოვებული თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, შემდეგ კვარაცხელიას პასი გაუკეთა და მისი
დარტყმული ბურთი ცარიელი კარიდან ვან დეიკმა გამოიტანა. მალე ნეაპოლელებმა მეორე გაიტანეს - ხვიჩამ ბურთი გომესს აართვა, ანგისას მისცა, რომელმაც ზილენსკისთან კედელი გაითამაშა და ალისონის კარი დალაშქრა. 44-ეზე კი ხვიჩამ ფლანგზე ალეკსანდერ-არნოლდი და გომესი დაჯაბნა და ტრავმირებული ოსიმენის ნაცვლად შეცვლაზე შესულ სიმეონეს „ნაპოლიში“ სადებიუტო გოლი გაატანინა. შესვენებამდე აგრეთვე აღსანიშნავი იყო, როგორ ჩამოიცილა მოედნის ცენტრში ლამაზი ფინტებით ორჯერ ფაბინიო.

მეორე ტაიმის დასაწყისში ზილენსკიმ დუბლი შეასრულა, მალე დიასმა ანგარიში შეამცირა. 57-ე წუთზე კვარაცხელია სწრაფი კონტრშეტევისას მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ დარტყმა დაუბლოკეს და სპალეტიმ შეცვალა. მის არყოფნაში ნეაპოლელთა შეტევები ნაკლებად შემოქმედებითი და ულამაზო გახდა, თუმცა სპალეტიმ გუშინ თქვა, რომ ფუნდამენტური ლამაზი ფეხბურთი კი არა, არამედ ეფექტურობა და კონკრეტიკაა. სხვათა შორის, მოედნიდან გასვლისას ხვიჩა უკმაყოფილო იყო, დარჩენილ დროში საიერიშოდ სივრცეები უფრო გაეხსნებოდა, მაგრამ გრძელი სეზონისა და მჭიდრო კალენდრის გათვალისწინებით, მწვრთნელმა პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო.

13 სექტემბერს, მეორე ტურში, „ნაპოლი“ გლაზგოში „რეინჯერსს“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ლივერპული 4:1
გოლები: 1:0 ზილენსკი (5, პენ), 2:0 ანგისა (31), 3:0 სიმეონე (44), 4:0 ზილენსკი (47), 4:1 დიასი (49)
გამოუყენებელი პენალტი: ოსიმენი (18)

მკითხველის კომენტარები / 36 /
პასს, რომელსაც მოყვა საგოლე დარტყმა, რომელიც ხელით შეაჩერეს ,ამიტომ დაინიშნა პენალტი , რომელიც გაიტანეს, არ ითვლება საგოლე პასად ?!
ალექს
09 სექტემბერი 2022 06:24
1
ისე მომავალი წლის U21 ევროპაზე კარგი შემადგენლობა გვეყოლება.დიდი არჩევანია ფეხბურთელების და კარგი სკამიც გვეყოლება.ეროვნული ნაკრების ძირითადის ფეხბურთელებს+ახალგაზრდა,პერსპექტიული,მოტივირებული ახალგაზრდები,რომელთაც საკუთარი თავის წარმოჩენა სურთ.მარტო კვარა და მამარდა რომ იქნება გუნდში ეს ყველაფერს ნიშნავს უკვე. Მამარდაშვილი,აზაროვი,მექვაბიშვილი,კვარაცხელია,წიტაიშვილი,დავითაშვილი,მიქაუტაძე,ჩაკვეტაძე(23წლის ფეხბურთელებს შეუძლიათ თამაში,ჩაკვეს აგვისტოში უსრულდება 24), ეს ეროვნულის ძირითადის ფეხბურთელებია თითქმის ყველა და ამათ + ხარაბაძე,ხვადაგიანი,კალანდაძე,გელაშვილი,ჯინჯოლავა,გოჩოლეიშვილი,კაპანაძე,ნონიკაშვილი,ოსიყმაშვილი,მოისწრაფიშვილი,მორჩილაძე,ლუკა და ნიკა გაგნიძეები,ძმები ხორხელები,გულიაშვილი,გაგუა.დიდი არჩევანია ღრმა შემადგენლობით და თუ ყველა ფორმაში იქნება შემდეგ წელს მჯერა,რომ შორს გავალთ ევროფორუმზე!
Მეზღვაური
08 სექტემბერი 2022 17:45
1
თბილისის "დინამოს" შემდეგ, "ლივერპული" 3 ბურთის სხვაობით "ევროტურნირებზე" არავის არ დაუმარცხებია!!! გავიხსენოთ 1979 წლის 3:0... თბილისის "დინამოს" შესანიშნავი გამარჯვება!!!
tngh
08 სექტემბერი 2022 16:04
1
თბილისის "დინამოს" შემდეგ, "ლივერპული" 3 ბურთის სხვაობით "ევროტურნირებზე" არავის არ დაუმარცხებია!!! გავიხსენოთ 1979 წლის 3:0... თბილისის "დინამოს" შესანიშნავი გამარჯვება!!!
tngh
08 სექტემბერი 2022 16:03
1
ჩ.ლ-ის 1/4 ფინალამდე რომ მიაღწიოს ნაპოლიმ წელს ძალიან მაგარი იქნება! Მჯერა ადრე თუ გვიან ხვიჩა აუცილებლად გადავა მისი ოცნების გუნდში,მადრიდის რეალში.ნიჭი ისეც აქვს,შრომაც არ ეზარება და ფეხბურთს იგივე ვასკესზე,ვალვერდეზე და როდრიგოზე კარგად რომ თამაშობს ესეც ნათელია.ყველაფერს თავისი დრო აქვს და ადრე თუ გვიან აისრულებს ხვიჩა ოცნებას.ფილმი "გოლი" მახსენდება სულ ხვიჩას შემთხვევაში.და საერთოდ შეიძლება 2 ქართველი ვიხილოთ ოდესღაც რეალში,მამარდაშვილსაც ისეთი მონაცემები და კლასი აქვს უკვე რომ ჩემი აზრით კურტუას წასვლის შემდეგ არამგონია რეალმა მის ყიდვაზე უარი თქვას.კეილორ ნავასიც ლევანტედან იყიდა რეალმა და 4 სეზონი ძირითადის მეკარე იყო თითქმის.თან მამარდაც ნავასზე ბევრად ნიჭიერი და კლასიანი მგონია.
Მეზღვაური
08 სექტემბერი 2022 15:51
0
თვითონ ხვიჩას შეიძლება სულ ოდნავ გული წყდება, რომ ვაიდა არ დაუფასეს სათანადოდ ის, რომ მას შეეძლო ინდივიდუალურად ყველა ვარიანტის გაგრძელება და ამ დროს გუნდზე ითამაშა. რადგან შეიძლება ფიქრობს, რომ შეიძლება ვინმემ იფიქროს- რადგან პასები გააკეთა, შეიძლება მას არ შეეძლოო დასრულება და ასე.შ, მარა ძალიან კარგად ხვდება ყველა და ჩანს ვინ მოაგებინა გუნდს და რა შეუძლია კვარას. ჩანს როგორ გააკეთა მთელი თამაში ამ პატარა ბიჭმა. ზუსტად ასეთ დროს ხდება რომ ამხელა ანგარიშით იგებს გუნდი! როცა რომელიმე ფეხბურთელი თვითონ ოდნავ იკლებს სიტუაციისთვის. უმაგრესი იყო, სრულიად ტოპ თამაში! ნუ ელოდები რომ ყველა ყოველი თამაშის მერე სათანადოდ იქნება მადლიერი, დ აყველა გაიგებს ყველა ნიუანსს, ეგ არაა მთავარი, მთავარია რომ სადაც თამაშობს ეს კაცი სასწაულები ხდება, სხვებიც იწყებენ ტოპ თამაშს მისი დახმარებით
კაპიტან გარდენბურგი
08 სექტემბერი 2022 15:16
0
რა ბედნიერებაა, რა მაგარია შენი თამაშის ყურება, ჩვენო ბრილიანტო. კალათბურთი სულ დამავიწყა. კაშკაშებს, კაშკაშებს ქართული ვარსკვლავი, და ჯერ კიდევ სად ვართ...
ლევანი
08 სექტემბერი 2022 13:54
0
დეტალებს რომ თავი დავანებოთ, ევროპის ყველა დიდი გამოცემა წერს რომ ლივერპულმა ამოისუნთქა ხვიჩას გასვლის შემდეგ. ამით ყველაფერია ნათქვამი. ამ ბიჭმა გუშინ მილიონებს გააცნო და ზემოთ ასწია საქართველოს სახელი!
გუჯი
08 სექტემბერი 2022 13:14
0
კარგი რჩევაა ხვიჩასთვის!
მართლაც არაა აფიშირება საგოლე გადაცემაზე, ისედაც ყველა ყველაფერს ხედავს!
ხვიჩა ყველაფერს დაუკვირდი ფროფესიონალურად!!!

თემური
ნიკას!
08 სექტემბერი 2022 10:49
2
ვერ ვიტყოდი რომ ეს მხოლოდ საგოლე გადაცემა იყო.. ეს იყო გოლი რომელიც მთლიანად ხვიჩამ შექმნა და რომელზეც ლეგენდა ტირიე ანრიც კი აალპარაკა.. თან 20 წლის ბიჭის ემოციას ნუ შევადარებთ 30-სას
papai
08 სექტემბერი 2022 13:05
0
ამ ბიჭმა გაგავაგიჟა, შენ გაიხარე ხვიჩა
gio
08 სექტემბერი 2022 10:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული