ხვიჩას ჩინებული დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე და საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "ლივერპული" დაჯაბნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ლივერპული“ 4:1 დაამარცხა.

„ნაპოლიმ“ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, ხვიჩა კვარაცხელია კი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს არათუ არ შეუშინდა, არამედ ტურნირზე თავის სადებიუტო შეხვედრაში მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესოც გახლდათ. მის ანგარიშზე ნეაპოლურ გუნდში 6 მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

ვერავინ წარმოიდგენდა, თუ მასპინძლები „ლივერპულს“ პირველ ტაიმში ასე დაჯაბნიდნენ და სამ უპასუხო გოლს გაუტანდნენ. დებიუტში ანგარიში ზილენსკიმ პენალტით გახსნა. მე-18 წუთზე ოსიმენმა თავის მიერვე მოპოვებული თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, შემდეგ კვარაცხელიას პასი გაუკეთა და მისი
დარტყმული ბურთი ცარიელი კარიდან ვან დეიკმა გამოიტანა. მალე ნეაპოლელებმა მეორე გაიტანეს - ხვიჩამ ბურთი გომესს აართვა, ანგისას მისცა, რომელმაც ზილენსკისთან კედელი გაითამაშა და ალისონის კარი დალაშქრა. 44-ეზე კი ხვიჩამ ფლანგზე ალეკსანდერ-არნოლდი და გომესი დაჯაბნა და ტრავმირებული ოსიმენის ნაცვლად შეცვლაზე შესულ სიმეონეს „ნაპოლიში“ სადებიუტო გოლი გაატანინა. შესვენებამდე აგრეთვე აღსანიშნავი იყო, როგორ ჩამოიცილა მოედნის ცენტრში ლამაზი ფინტებით ორჯერ ფაბინიო.

მეორე ტაიმის დასაწყისში ზილენსკიმ დუბლი შეასრულა, მალე დიასმა ანგარიში შეამცირა. 57-ე წუთზე კვარაცხელია სწრაფი კონტრშეტევისას მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ დარტყმა დაუბლოკეს და სპალეტიმ შეცვალა. მის არყოფნაში ნეაპოლელთა შეტევები ნაკლებად შემოქმედებითი და ულამაზო გახდა, თუმცა სპალეტიმ გუშინ თქვა, რომ ფუნდამენტური ლამაზი ფეხბურთი კი არა, არამედ ეფექტურობა და კონკრეტიკაა. სხვათა შორის, მოედნიდან გასვლისას ხვიჩა უკმაყოფილო იყო, დარჩენილ დროში საიერიშოდ სივრცეები უფრო გაეხსნებოდა, მაგრამ გრძელი სეზონისა და მჭიდრო კალენდრის გათვალისწინებით, მწვრთნელმა პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო.

13 სექტემბერს, მეორე ტურში, „ნაპოლი“ გლაზგოში „რეინჯერსს“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ლივერპული 4:1
გოლები: 1:0 ზილენსკი (5, პენ), 2:0 ანგისა (31), 3:0 სიმეონე (44), 4:0 ზილენსკი (47), 4:1 დიასი (49)
გამოუყენებელი პენალტი: ოსიმენი (18)

მკითხველის კომენტარები / 36 /
გასახდელიდან, რომ ამოდიოდნენ გუნდები, თუ დააკვირდებით სალაჰის წინ მოდიოდა ჩვენი ბრილიანტი და ისე გახედა (ცერად) სალაჰმა, რომ პირველი ვიოლინო ვინ იყო, უკვე გასაგები გახდა. მგონი არ ვცდები. დააკვირდით))).
100%
08 სექტემბერი 2022 10:03
2
ვულოცავ ხვიჩას წარმატებას, რა ოქრო გვყავს ვიცით ყველამ.
ახლა ცოტა კრიტიკა -
1. რიგ ეპიზოდებში დრიბლინგს იწყებს კარგად, შედის საჯარიმოში და ჩერდება (იჭედება) ადგილზე, რის შემდეგაც ბურთს კარგავს ამაზე უნდა იმუშაოს.
2. საგოლე პასის შემდეგ არაა საჭირო აფიშირება, რომ გოლი შენ შექმენი ეს ისედაც ჩანს და არაა ლამაზი.
3. მემგონი შეცვლის მერე მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა - ეს არ შეიძლება.
4. 4-0 შემდეგ მხოლოდ მარტო უტევდა და პასებს არ აკეთებდა.
ესეთებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, რომ იდეალური მოტამაშე გახდეს.
ნიკა
08 სექტემბერი 2022 09:28
13
მეტი გოლი უნდა გაეტანა ნაპოლის, გეთანხმები, კარგია ხვიჩა და ყოჩაღ უბრალოდ მინდა ხვიჩას ვუთხრა მეტი იმუშავე საკუთარ თავზე და იმაზე რომ გუნდმა მოიგოს შენი საქციელით და არა მარტო შენ.. გაიხარე ხვიჩა მადლობა მთელი საქართველოს სახელით..
O.k.
08 სექტემბერი 2022 11:35
3
ობიექტური სიმართლე, მეც ეს შთაბეჭდილება დამრჩა რომ 4:0 ის შემდეგ არ მოეწონა სპალეტის ხვიჩას არაგუნდური თამაში. ასეთ დონეზე, რასაც ქვია ჩემპიონთა ლიგა და ლივერპულთან შეხვედრა, ეს მიუღებელია.
dddd
08 სექტემბერი 2022 10:57
3
Xvicha sheni tamashi golebze yketesi iko golebi mxolod statistikaa xachapyri dzalian momecona cota ymi iko genacvalos dzia
Zaza
08 სექტემბერი 2022 08:52
2
ფაქტიურად ხვიჩამ მოაგებინა ნაპოლის პირველი სამი ბურთი მისი აქტიური ის შედეგია.ბრავო.
ჯუჯი
08 სექტემბერი 2022 08:38
1
მარტო ეს თამაში მოაგებინა მარტომ ნაპოლიის??სხვა თამაშებისთვის არ გიყურებიაა??თითქმის ყველა თამაშში გადამწყვეტი როლი ითამაშა ხვიჩამ ვერონასთანაც სპალთანაც ლაციოსთანაც და ლივერპულთანაც პირველ 2-3 გოლს თავად ქმნის ან იტანს ან ატანინებს და უკვე გაკეთებულ თამაშზე ცვლიან ხოლმე,,მე არ ვიცი ეს რა ფეხბურთელია არც ადაპტაცია ახალ გუნდში არც შეჩვევა ახალ გუნდელებთან მივიდა ნახა გაიტანა მოიგო აი ამაზეა ზედ გამოჭრილი ეგ ნათქვამი,,იმედია ძალიან დიდ ხნიანი კარიერა ექნება ესე აეწყვიტოს ფეხბურთელს უცებ მბაპე და ჰალანდი მახსოვს და ახლა უკვე კვარა,,მესის და რონალდოს კარიერის დასაწყისიც თვალწინ მიდგას და მსგავსი არაფერი უქნიათ,,კვარა უდიდეს წარმატებებს გისურვებ ცხოვრებაში შენს მაისურზე ვოცნებობ ამხელა კაცი ისე მაბედნიერებს შენი თამაში,,მთელი ოჯახი ვჯდებით და უყურებთ როცა თამაში გაქვს,,კაცი ქალი ბავშვი მოხუცი ყველა,,უნდა გენახა ბებიაჩემი ვანდაიკს როგორ წყევლიდა გოლი რო წაგართვა
ჯუჯის
08 სექტემბერი 2022 11:06
1
შეცვლით ნუ ვიქნებით უკმაყოფილოები, ძალიან გრძელი და ძალიან დატვირთული სეზონი ექნება, რუბინისნაირი კვარა და რობოტი კვარას, ასე ჯობია მისთვისაც და გუნდისთვისაც. საკვანძო ფეხბურთელია და სპალეტის ჭირდება ფორმაში. არ შეიძლება პირველივე სეზონზე სრულად დატვირთვა ეგრევე
რა მაფიაა
08 სექტემბერი 2022 02:17
1
პირველი სამი გოლი ხვიჩამ შექმნა და მესხის ილეთიც ჩაატარა. გოლის გატანას ჯობდა ხვიჩას ასისტები. ამოუწურავია ხვიჩას შესაძლებლობები,დამცველი საერთოდ სხვა რამეს ელოდა და გაამრავალფეროვნა ხვიჩამ შეტევები და აწი უფრო დამფრთხალნი დაუდგებიან წინ, იფიქრებენ ეხლა რას აპირებს ახალსო................
სიმართლე
08 სექტემბერი 2022 02:09
0
"ნეაპოლი დუღს: ჩვენთან მოდის ფენომენი" - ხვიჩას ტრანსფერზე რუსული მედიის შურიანი და ირონიული წერილი


ხვიჩა კვარაცხელია ჯერ არ ჩასულა "ნაპოლიში", მაგრამ უკვე მისი ვარსკვლავი გახდა
გეორგი კუდინოვი - მოწვეული ავტორი

"სპორტ-ექსპრესის" კორესპონდენტი სიგიჟეზე, რომელიც თან ახლავს ქართველი ნახევარმცველის ტრანსფერს.

"ნეაპოლური გუნდი აპენინებზე
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. დიახ, გულშემატკივრების რაოდენობით ჩამორჩება დიდ სამეულს - "იუვენტუსს", "მილანს" და "ინტერს", თუმცა ამ მხრივ პრაქტიკულად სხვებს სჯობნის. ამასთან თვითონ ნეაპოლი და მისი დაბერებული ჭკუიდან შეშლილი სტადიონი, რომელიც ახლა დიეგო მარადონას სახელს ატარებს, მთელი იტალიური ფეხბურთისთვის თაყვანისცემის ადგილია.

ახლა ნეაპოლიტანელები დიდი ინტერესით ელიან 14 ივლისს. ამ დღეს ქვეყნის შორეულ ჩრდილოეთში, ტრენტინო-ალტო-ადიჯეს რეგიონში "ნაპოლი" თავის პირველ საზაფხულო საკონტროლო მატჩს ჩაატარებს. მეტოქე ტრენტინოს ფარგლებს მიღმა ყველასთვის უცნობი სამოყვარულო "ანუნიაა". სწორედ ამ შეხვედრაშია მოსალოდნელი 21 წლის ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი. მის შესახებ უკვე აღფრთოვანებით წერენ ნეაპოლშიც და იტალიის ცენტრალურ სპორტულ მედიასაშუალებებში.

ჩვენთვის "ლოკომოტივსა" და "რუბინში" ასპარეზობით ნაცნობმა შემტევმა ნახევარმცველმა, არც ისე დიდი ხნის წინ შეათანხმა "ნაპოლისთან" კონტრაქტის პირობები, სადაც ბათუმის "დინამოდან" გადადის, თუმცა ამ დროის განმავლობაში ადგილობრივმა პრესამ, თანაც არა მხოლოდ სამხრეთის რეგიონებისამ, მოასწრო ხვიჩასგან სერია A-ს ახალი ვარსკვლავის შექმნა. განსაკუთრებით ცხელი თავები ნეაპოლში უკვე იმდენად აღეგზნენ, რომ კვარაცხელიას "აძურის" 31 წლის ექს-კაპიტნის ლორენცო ინსინიეს ღირსეულ მემკვიდრედ ასახელებენ - ევროპის 2020 წლის ჩემპიონი უზარმაზარი ფულის გამო თამაშის დასასრულებლად MLS-ში, "ტორონტოში" გაემგზავრა. მართალია, არიან ისეთები, რომლებიც ასეთი დასკვნების გამოტანას არ ჩქარობენ, მაგრამ ისინიც ირწმუნებიან: ბიჭი იმდენად კარგია, რომ სრულად შესაფერისია "ნაპოლის" ახალი ლიდერის როლისთვის. გვხვდებიან, რა თქმა უნდა, აბსოლუტური სკეპტიკოსები, ეიფორიას სიფრთხილით რომ ეკიდებიან, მაგრამ მათი რაოდენობა ყოველდღე სულ უფრო და უფრო მცირდება.

საიდან მოვიდა აღტაცებულ ნეაპოლელთა ცნობიერების ამდენად ქარიშხლისებრი ნაკადი? უპირველეს ყოვლისა სურვილით მიიღონ კაშკაშა ვარსკვლავი, რომლის გარეშეც ნეაპოლს არსებობა არ შეუძლია და რა თქმა უნდა, ინტერნეტის ტელევიზიასთან ერთად მეშვეობით. მსოფლიოს ქსელის მომხმარებლებმა შეისწავლეს ბათუმის "დინამოში" გაზაფხულზე ხვიჩას თამაშის ამონაჭრები და გოლები.

Sky Sport Italia-მ კი ივნისის პირველ ნახევარში ყველა სტადიონიდან ჩართვა განახორციელა, სადაც ერთა ლიგის მატჩები მიმდინარეობდა: ყველამ ნახა კვარაცხელიას გოლები და საგოლე გადაცემები საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, ოთხ შეხვედრაში მოპოვებულ სამ გამარჯვებაში (გიბრალტართან, ბულგარეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან) ბულგარეთთან ერთ ნულოვან ფრესთან ერთად.

ეს ჩვენ შეგვწევს უნარი ობიექტურად ჩავუფიქრდეთ იმას, თუ როგორია საქართველოს ჩემპიონატის და მისი ნაკრების მეტოქეების რეალური დონე და არა ყველა გაგებით ცხელ იტალიურ სამხრეთში, სადაც აჟიოტაჟის დაბადებისთვის სავსებით საკმარისი აღმოჩნდა ლამაზი ტვ-სურათები. დიახ, ადგილობრივი ჟურნალისტებისა და ყოფილი ფეხბურთელების უმეტესობა, რომლებიც ყოველ კუთხეში მოგითხრობენ ხვიჩას უნარებზე, მის შესახებ მხოლოდ ყურმოკვრით იციან. ხანდახან კი უბრალოდ გულწრფელად ხმაურს ტეხენ. თუმცა, საერთო ნაკადის ცნობიერებაში ყველა ეს ციტატები იმდენად დამაჯერებლად ერთიანდება, რომ ნეაპოლი უკვე დუღს: "ჩვენთან ნამდვილი ფენომენი მოდის !"

და ვინაიდან ფენომენია, კვარაცხელიას ჟღერადი მეტსახელი უნდა ჰქონდეს. იმის გათვალისწინებით, რომ იტალიელთათვის მისი გვარის წარმოთქმა პრაქტიკულად შეუძლებელია, ნეაპოლური ცხოვრების წესის მიხედვით, უკვე შეარქვეს ზიზი. დაე ამ თიკუნმა ხვიჩას აპენინებზე წარმატება მოუტანოს.

"ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ზიზის ივლისის პირველ დეკადაში ელის, მაშინვე გაიმართება ახალწვეულის ოფიციალური წარდგენა. ნეაპოლელებმა პროგნიოზირებადად უარი უთხრეს "დინამოს" თხოვნაზე დაეტოვებინათ კვარაცხელია მათთან 6 ივლისამდე, როდესაც ბრატისლავაში ადგილობრივ "სლოვანთან" ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი რაუნდის პირველ მატჩს ჩაატარებენ (სხვათა შორის, ამ წყვილში საუკეთესო შემდეგ სტანისლავ ჩერჩესოვის "ფერენცვაროშსა" და ყაზახეთის "ტობოლს" შორის გამარჯვებულს ეთამაშება). სპალეტი და მისი გუნდი შეკრებას 9 ივლისს ტრენტინო-ალტო-ადიჯეში, დიმაროში დაიწყებენ, ხოლო 14-ში გაიმართება სწორედ ის შეხვედრა, რომლის მიხედვით დაანონსებულია იტალიურ ფეხბურთში ზიზის კაშკაშა კარიერის დასაწყისი".
arxiv.//
08 სექტემბერი 2022 02:06
14
არ ხარ შენ "საქართველო".
arxiv.//
08 სექტემბერი 2022 12:18
2
ქართველ კომენტატორებზე არანაკლებად გახარებულია ეს რუსი კომენტატორი ხვიჩას წარმატებაზე.
რა გიკვირთ თუ რუსებსაც ჰყავთ ბოღმიანი და შურიანი შურნალისტები,როცა ზოგიერთ ქართველ ჟურნალისტიც კი კრიტიკით ავსებს ხვიჩას,შურიანებს რა დალევს ამ ქვეყანაზე,ჩვენ ჩვენი ვიჯავროთ და სხვებმა თავისას მიხედონ.
საქართველო
08 სექტემბერი 2022 09:41
2
ყველა გამოხმაურება
ჩვენი ბრილიანტი და მარგალიტი ხარ ხვიჩა!!! უმაგრესად ითამაშე!!! უფალი გფარავდეს!!! გილოცავ შესანიშნავ დასაწყისს!!! წინ და წინ უამრავი წარმატებისკენ!!!
გულშემატკივარი
08 სექტემბერი 2022 01:46
0
მეორე ტაიმში რატომ გამოიყვანა გამიკვირდა. მადლობა კვარაააააააა.
roma bejanidze
08 სექტემბერი 2022 01:41
7
კიდევ ერთი კარგი თამაში და კიდევ ერთხელ ვეტყვი კვარას არ მოუკლოს სულ შომა მეტი და მეტი რაც შეიძლება.ბევრი წარმატება გოლი საგოლე პასი ჯიგარი ხარ კვარაა.რაც შეეხება შეცვლას,მემგონი სპალეტიმ უკეთ იცის თავისი საქმე და ვაცალოთ,ნელნელა აჩვევს და უადვილებს ადაპტაციას ჩემის აზრით,წინ დიდი და დატვირთული სეზონია.
გეგი
08 სექტემბერი 2022 01:34
0

სიახლეები პოპულარული