ხვიჩა გლაზგოშია - ვან ბრონხორსტმა მას განსაკუთრებული უწოდა

AutoSharing Option
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, "ნაპოლი" გლაზგოში "რეინჯერსს" დაუპირისპირდება. ნეაპოლური გუნდი დღეს საღამოს ჩავიდა დანიშნულების ადგილზე.

პრესკონფერენციაზე "რეინჯერსის" მწვრთნელმა ჯოვანი ვან ბრონხორსტმა განაცხადა, რომ ტურნირზე 2010 წლის შემდეგ საკუთარ მოედანზე პირველად ითამაშებენ, ახლა უკეთეს ხასიათზე არიან, რადგან სახლში თამაში სულ სხვაა, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებიან და გულშემატკივრების მხარდაჭერის და გამარჯვების იმედი აქვთ.

ვან ბრონხორსტს კითხვა დაუსვეს - როგორ აპირებს ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერებას?

"რთულად წარმოსათქმელი გვარია. ის ძლიერი, სწრაფი ფეხბურთელია. მის გასანეიტრალებლად დიდი ყურადღება უნდა გავამახვილოთ, რადგან განსაკუთრებულია", - უპასუხა ვან
ბრონხორსტმა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ვუსამძიმრებ რეინჯერს.არ გაუმართლა.თუმცა სანუგეშოდ ის დარჩება რომ მათ სტადიონზე ხვიჩამ ითამაშა.
ენძო
11:41 14-09-2022
0
კომენტერები და ქება დიდება მატჩის მერე წაიკითხე, ნუ დაიგრუზები.
აბა შენ იცი ერთიც გაგვახარე. შენ ეს შეგიძლია!
თენგო
11:21 14-09-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული