ხვიჩა გლაზგოშია - ვან ბრონხორსტმა მას განსაკუთრებული უწოდა

AutoSharing Option
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, "ნაპოლი" გლაზგოში "რეინჯერსს" დაუპირისპირდება. ნეაპოლური გუნდი დღეს საღამოს ჩავიდა დანიშნულების ადგილზე.

პრესკონფერენციაზე "რეინჯერსის" მწვრთნელმა ჯოვანი ვან ბრონხორსტმა განაცხადა, რომ ტურნირზე 2010 წლის შემდეგ საკუთარ მოედანზე პირველად ითამაშებენ, ახლა უკეთეს ხასიათზე არიან, რადგან სახლში თამაში სულ სხვაა, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებიან და გულშემატკივრების მხარდაჭერის და გამარჯვების იმედი აქვთ.

ვან ბრონხორსტს კითხვა დაუსვეს - როგორ აპირებს ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერებას?

"რთულად წარმოსათქმელი გვარია. ის ძლიერი, სწრაფი ფეხბურთელია. მის გასანეიტრალებლად დიდი ყურადღება უნდა გავამახვილოთ, რადგან განსაკუთრებულია", - უპასუხა ვან
ბრონხორსტმა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ვუსამძიმრებ რეინჯერს.არ გაუმართლა.თუმცა სანუგეშოდ ის დარჩება რომ მათ სტადიონზე ხვიჩამ ითამაშა.
ენძო
14 სექტემბერი 2022 11:41
0
კომენტერები და ქება დიდება მატჩის მერე წაიკითხე, ნუ დაიგრუზები.
აბა შენ იცი ერთიც გაგვახარე. შენ ეს შეგიძლია!
თენგო
14 სექტემბერი 2022 11:21
1
ხვიჩა არის მოვლენა მსოფლიო ფეხბურთში
gio
14 სექტემბერი 2022 11:14
1
ბრონხოსტი აუცილებლად დაისწავლის ხვიჩას გვარს!
სააკაძე
14 სექტემბერი 2022 11:00
0
ხვიჩუნა! აბა შენ იცი! წარმატება შენსკენ!!!!!!!!!!!
ნინი
14 სექტემბერი 2022 09:25
0
ბრონქჰორსტი მარტივია და კვარაცხელია რთული ხო?!
საქართველო
14 სექტემბერი 2022 07:02
0
არადა მე რა ადვილად წარმოვთქვამ ხოლმე.
მეგრელი
14 სექტემბერი 2022 01:11
1
ხვიჩას გვარია ძნელად ცარმოსათქმელი და ამ კაცის ადვილად
ჯონი
14 სექტემბერი 2022 01:03
3
განსაკუთრებულობა ხვალ ნახე ჟიგარო
Rezo
13 სექტემბერი 2022 23:46
1
ყველგან და ყოველთვის,ღვთისმშობელი იყოს შენი მფარველი! გურს ქგგალე ხვიჩუნიი
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
13 სექტემბერი 2022 23:16
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული